დავით უსტიაშვილის შეგირდები თურქ თანატოლებთან 67:103 დამარცხდნენ

ქართველი 20-წლამდელების მეორე მარცხი ევროპის ჩემპიონატზე. დავით უსტიაშვილის გუნდის მორიგი მეტოქე თურქეთი იყო, რომელთანაც საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი ღირსეულად ითამაშა და დიდი შესვენებისთვის წარმატების რეალურ შანსს ინარჩუნებდა.

მე-2 მეოთხედის შემდეგ თურქეთი 41:38 იგებდა, თუმცა მეორე ნახევარში ქართველებისთვის ყველაფერი თავდაყირა დადგა. თავიდან მივყვეთ...

ქართველებს თამაში ცუდად არ დაუწყიათ. მატჩის საწყისი 5 წუთი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, თუმცა შემდეგ თურქებმა იძალეს და პირველი მეოთხედი 25:16 მოიგეს. მეორე პერიოდიდან ჩვენებმა თამაში გამოასწორეს. გამოსარჩევია ბექა ბურჯანაძე, რომელმაც 3-წუთიან მონაკვეთში 7 ქულა ჩააგდო (2 ორქულიანი და 1 სამიანი), რასაც ნოდარ თენიეშვილის სამიანიც მოჰყვა და საქართველოს ნაკრებმა ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირა - 26:31.

აქ ისევ ის სცენა გათამაშდა, რაც პირველ მეოთხედში. ათწუთეულის მეორე ნახევარში კვლავ თურქები გააქტიურდნენ და უპირატესობა 10 ქულამდე გაზარდეს - 36:26.

აღსანიშნავია, რომ ამ ეპიზოდისთვის ქართველები გაცილებით ზუსტად ესროდნენ თამაშიდან - 52,2% 30,6%-ის წინააღმდეგ. საქმე იმაშია, რომ თურქები ფარქვეშ გვჯაბნიდნენ და აცილებულ ბურთებს ხსნიდნენ, რაც მათ განმეორებითი შეტევის შანსს აძლევდა. თურქები მოხსნებში 25:10 გვიგებდნენ.

თუმცა პირველი ტაიმის დასკვნით წუთებში ქართველებმა იყოჩაღეს და ჩამორჩენა აღმოფხვრეს. ჯერ დუდამ ორქულიანი ჩააგდო, შემდეგ თენიეშვილმა კვლავ სამიანი მიითვალა, ხოლო მალე მოედანზე ირაკლი ალხანაიძე გამოვიდა, რომელმაც ზედიზედ 5 ქულა მიითვალა.

ჩვენებს მერაბ ბოქოლიშვილმაც შეაშველა ხელი და ტაიმის დასრულებამდე 17 წამით ადრე ქართველებმა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს - 38:39. დარჩენილ დროში თურქებმა 2 საჯარიმო ჩააგდეს და დიდ შესვენებაზე ქართველები 3-ქულიანი ჩამორჩენით გავიდნენ - 38:41.

შეხვედრა ჩვენი მეტოქის უპირატესობით განახლდა. თურქებმა - სამეტ გეიკმა და საფაკ ედჯიმ მიზანი გაისწორეს და 3-წუთიანი მონაკვეთი 13:2 მოიგეს.

მესამე მეოთხედის დასრულებამდე 6 წუთით ადრე თურქები უკვე 15 ქულით იგებდნენ - 55:40. თურქებმა უპირატესობა მესამე ათწუთეულის ბოლომდე შეინარჩუნეს და გადამწყვეტი პერიოდის წინ 67:50 ლიდერობდნენ.

ბოლო მეოთხედში არაფერი შეცვლილა. თურქებმა დაცვაში მარწუხებს კიდევ უფრო მოუჭირეს, ხოლო შეტევაში მათ ბერქაი ჩანდანი სწყალობდათ, რომელიც 36 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა. რაც შეეხება ბექა ბურჯანაძეს, მან მატჩის მეორე ტაიმში ქულა ვეღარ მიითვალა და საბოლოოდ 12 ქულას დასჯერდა.

ქართველთაგან კი ყველაზე შედეგიანი დუდა სანაძე გახლდათ 23 ქულით.

ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში საქართველოს ნაკრები 14 ივლისს ესპანეთს დაუპირისპირდება. ესპანელებმა წუხელ თურქეთს 79:60 მოუგეს, ხოლო 13 ივლისის ღამეს ლატვიელებს დაუპირისპირდებიან.

ევროპის ჩემპიონატი. ფინალური ეტაპი. სლოვენია. დომჟალე. 13 ივლისი

საქართველო-თურქეთი 67:103

16:25, 22:16, 12:26, 17:36

gbf.ge

ასევე იხილეთ:

20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მარცხით დაიწყო

dega
ყოჩაღ!
წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა