ბრაზილიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, მსოფლიოს 1994 ჩემპიონი კარლოს დუნგა საერთაშორისო პრემია Golden Foot-ს მიიღებს, რომელიც 2003 წლიდან მოყოლებული ორ ნომინაციაში გამარჯვებულებს გადაეცემა...

ბრაზილიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, მსოფლიოს 1994 ჩემპიონი კარლოს დუნგა საერთაშორისო პრემია Golden Foot-ს მიიღებს, რომელიც 2003 წლიდან მოყოლებული ორ ნომინაციაში გამარჯვებულებს გადაეცემა. 46 წლის დუნგას ნომინაცია "ყველა დროის ლეგენდა"-ში გამარჯვებულისთვის განკუთვნილი პრიზი 11 ოქტომბერს, მონტე-კარლოში საზეიმო ცერემონიაზე გადაეცემა, რის შემდეგაც ლეგენდარული ბრაზილიელი ჩემპიონთა ხეივანზე ტერფის ანაბეჭდს დატოვებს.

Golden Foot-ის ძირითადი ნომინაცია კი მოქმედი ფეხბურთელებისთვისაა – სამაგალითო კარიერისთვის. პრემიის ოფიციალურ საიტზე ხმების მიცემის პროცედურა 8 ოქტომბრამდე გასტანს, თუმცა ფავორიტები უკვე გამოიკვეთნენ: დევიდ ბექჰემი (ინგლისი), რაიან გიგზი (უელსი), კარლეს პუიოლი (ესპანეთი), რაული (ესპანეთი), ფრანჩესკო ტოტი (იტალია).

ზემოთ ჩამოთვლილთა გარდა პრეტენდენტებს შორის ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია), დიდიე დროგბა (კოტ დ"ივუარი), სამუელ ეტო"ო (კამერუნი), სტივენ ჯერარდი (ინგლისი) და კლარენს ზედორფი (ჰოლანდია) არიან.

აქვე Golden Foot-ის ყველა მფლობელის ვინაობასაც შეგახსენებთ:

2003 – რობერტო ბაჯო (იტალია) და ეუსებიო (პორტუგალია)

2004 – პაველ ნედვედი (ჩეხეთი) და ალფრედო დი სტეფანო (არგენტინა/ესპანეთი)

2005 – ანდრეი შევჩენკო (უკრაინა) და ჯორჯ ბესტი (ჩრდ. ირლანდია)

2006 – რონალდო (ბრაზილია) და ჯაჩინტო ფაკეტი (იტალია)

2007 – ალესანდრო დელ პიერო (იტალია) და მარიო კემპესი (არგენტინა)

2008 – რობერტო კარლოსი (ბრაზილია) და ალდაირი (ბრაზილია)

2009 – რონალდინიუ (ბრაზილია) და ზბიგნევ ბონეკი (პოლონეთი)

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა