"ლივერპულის" ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო თავდამსხმელმა "წითლების" შემტევ ენდი კეროლს ურჩია, რომ რთულ საკითხებს მარტივად შეხედოს
"ლივერპულის" ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო თავდამსხმელმა რობი ფაულერმა "წითლების" შემტევ ენდი კეროლს ურჩია, რომ რთულ საკითხებს მარტივად შეხედოს და ნაკლებად იფიქროს იმაზე, თუ რა დაუჯდა თავის დროზე მერსისაიდულ კლუბს მისი ტრანსფერი.

- "ლივერპული" ძალიან დიდი კლუბია. ერთადერთი, რაც ენდის კრიზისიდან გამოიყვანს არის ის, რომ დაივიწყოს მისი სატრანსფერო ღირებულება და შეწყვიტოს ამით თავის ტანჯვა.

ხომ დღესავით ნათელია, რომ თავად არ უთხოვია კლუბისთვის, მოდი, 35 მილიონად მიყიდეო. ფასზე "ნიუკასლი" და "ლივერპული" შეთანხმდნენ.

ასე რომ, ფეხბურთელმა ეს ფიქრი თავიდან უნდა ამოიგდოს. წინა სეზონში ენდი ხანდახან ძალიან ბევრს ცდილობდა ზუსტად იმას, რომ მასში გადახდილი ფასი გაემართლებინა. არადა, საქმისადმი მარტივად მიდგომაა საჭირო.

პირველ რიგში მოედანზე უფრო დაუნდობელი უნდა გახდეს და თუ საჭირო გახდა, საქმეში იდაყვებიც ჩართოს, ზუსტად ისე, როგორც ამას წლების განმავლობაში აკეთებდნენ საუკეთესო ინგლისელი თავდამსხმელები. ვიცი, რომ ევრო 2012-ზე ის მხოლოდ ერთხელ მოხვდა ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ შვედებთან მატჩში ის ბრწყინვალე იყო და მეტოქის მცველებს დიდი პრობლემები შეუქმნა.

ამას როცა ვუყურებდი გამახსენდა, თუ როგორ თამაშობდა ის "ლივერპულში" სეზონის მიწურულს. მაშინ მეჩვენებოდა, რომ მას უფრო მეტად სწამდა საკუთარი ძალების.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა