ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ლექსო ინწკირველი და დავით ჯანელიძე რუსთავის "მეტალურგში" გადავიდნენ

ლექსო ინწკირველი და დავით ჯანელიძე რუსთავის "მეტალურგში" გადავიდნენ

რუსთაველთა გუნდიდან კავარცხელიას წასვლის შემდეგ კლუბმა ფეხბურთელს სოლიდური შემცვლელი სწრაფად მოუძებნა
რუსთავის "მეტალურგი" კაპიტანმა, ცენტრალურმა მცველმა გია კვარაცხელიამ დატოვა. მაგრამ გუნდის ხელმძღვანელებმა საკმაოდ სოლიდური შემცვლელი სწრაფად მოუძებნეს: მის პოზიციაზე გამოცდილი ცენტრალური მცველი ლექსო ინწკირველი მიიწვიეს და ის უკვე კლუბის წევრი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ინწკირველი გორის "დილაში" ფოთის "კოლხეთიდან" იანვარში გადავიდა და გუნდთან ერთად საქართველოს თასს დაეუფლა. მართალია, 30 წლის მცველი გერმანულ შეკრებაზე გასამგზავრებ "დილას" მოთამაშეთა სიაში იყო, მაგრამ გუნდი მაინც დატოვა.

მიზეზი? ახალი სეზონის დაწყებამდე გორელებმა გიორგი შაშიაშვილი, გულვერდ თომაშვილი და დავით კვირკველია რომ მიიწვიეს, ინწკირველმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და მას შემდეგ ახალ გუნდს ეძებდა. ინწკირველს მხოლოდ ხელფასის აღება არ აკმაყოფილებდა, სპორტული ამბიცია გააჩნია და სათამაშო პრაქტიკა სჭირდებოდა.

დაგვიდასტურეს, რომ ინწკირველის გარდა, ამიერიდან რუსთავულ კლუბში გააგრძელებს კარიერას საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი თავადმსხმელი დავით ჯანელიძე, რომელიც რიგის "სკონტოსა" და "ოლიმპსის" შემდეგ ქუთაისის "ტორპედოში" თამაშობდა, მაგრამ ფეხი ვერ მოიკიდა. 22 წლის ფეხბურთელი უკვე რუსთაველებთან ერთად ვარჯიშობს.

"დილა" კი ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე დანიურ "ორჰუსთან" მატჩისათვის ემზადება.

თემურ შალამბერიძისა და გია ცეცაძის გაწვრთნილები 11 ივლისს გერმანიაში, ჰამბურგთან მდებარე პატარა ქალაქ შცჰევერდინგენში დაბანაკდნენ.

ეს შეკრება "დილას" მენეჯერის, გია ისიანის კავშირების დამსახურებაა. ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის "დინამოს" ყოფილი თანამშრომელი ახლოს იცნობს გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს რაინერ მილკორაიტს, რომელიც 1981 წელს დიუსელდორფში ჩატარებული თასების მფლობელთა თასის ფინალის დროს იენის "კარლ ცაისის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო.

თუ გახსოვთ, ამ გამარჯვების 30 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე მილკორაიტი თბილისში სწორედ ისიანმა ჩამოიყვანა.

მილკორაიტის ხელშეწყობით, "დილა" მოახლოებული თამაშისთვის იდეალური პირობებში ემზადება. გორელები გერმანიაში 17 ივლისამდე დარჩებიან და დანიაში მატჩამდე ორი დღით ადრე გაემგზავრებიან.

დილა გერმანიაში, ინწკირველი და ჯანელიძე - მეტალურგში (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?

"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა