"ორჰუსის" ხელმძღვანელობამ ის მოთამაშეები დაასახელა, რომლებიც ევროპის ლიგაზე გორის "დილასთან" ითამაშებენ
"ორჰუსის" ხელმძღვანელობამ ის მოთამაშეები დაასახელა, რომლებიც ევროპის ლიგაზე გორის "დილასთან" და დანიის სუპერლიგაში ითამაშებენ.

საინტერესოა, რომ განაცხადში სულ 20 ფეხბურთელია:

მეკარეები: შტეფან რასმუსენი, ემილ ოუსაგერი

მცველი: არტურ სორინი, ატლე რევ ჰალანდი, მიკელ კირსესკოვი, ანდერს კურე, იენს იონსონი, ადამ ეკერსლი.

ნახევარმცველები: შტეფან პეტერსონი, ჰიალტე ნორეგაარდი, მარტინ იორგენსენი, უსამა ახარაზი, კასპერ ლენი, სერან ბერგი, დავით დევდარიანი, ედაფე ეგბედი.

თავდამსხმელები: აარონ იოაჰანსენი, პეტრ გრაულუნდი, მორტენ მოლდსკრედი, დავით სხირტლაძე.

კლუბის პრეს-სამსახურის განცხადებაში განსაკუთრებით ხაზგასმულია, რომ განაცხადში მოხვდა დავით დევდარიანი, მასალასაც ქართველი ლეგიონერის სურათი ახლავს. აშკარაა, დევდარიანი "ორჰუსში" განსაუთრებული როლი აქვს.

13 ივლისს "ორჰუსმა" ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრა "ოლბორგთან" ჩაატარა და ფრედ, 1:1 ითამაშა.

დავით სხირტლაძე სათადარიგოთა შორის იყო, დევდარიანი კი მოედანზე 64-ე წუთზე პეტრ გრაულუნდის ნაცვლად გამოჩნდა.

"ორჰუსი" საკმაოდ სწრაფად და ორგანიზებულად თამაშობდა, გუნდს სათამაშო დიციპლინა ეტყობოდა, მაგრამ მის შეტევებს ფანტაზია აკლდა, დაცვას კი - მობილიზება.

ვითარება მოედანზე დევდარიანის გამოსვლის შემდეგ შეიცვალა: დანიელთა ქართველმა ლეგიონერმა მშვენიერი დაბრუნება მოიწყო, ყველა შეტევას ის იწყებდა და კომენტატორი ქართველის გვარს ლამის ყოველ წინადადებაში წარმოთქვამდა.

ანგარიში სწორედ მის აქტიურობას მოჰყვა: 85-ე წუთზე საჯარიმოში შეჭრილი ქართველი ფეხბურთელი "ოლბორგის" მცელმა მოცელა, პენალტი კი მარტინ იორგენსენმა გამოიყენა.

დამატებულ დროში დევდარიანის შორეული გადაცემის შემდეგ "ორჰუსს" კარის აღების მეორე შანსიც ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა, "ოლბორგის" შეტევისას კი მცველები უხეშად შეცდნენ და ბოლო წუთზე ჯეპე კურტმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გორის "დილა" გერმანიაში გაემგზავრა

თემურ შალამბერიძე: "ორჰუსი" ვნახე. იმედია, შემდეგ ეტაპზე გორის "დილა" გავა

დავით დევდარიანი დანიურ "ორჰუსს" დაუბრუნდა

ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა