უჰრინმა ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეებთან ერთად, თავის გამოჩენის საშუალება ახალგაზდებსაც მისცა
13 ივლისს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე თბილისის "დინამომ" საკონტროლო მატჩში "გაგრას" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით მოიგო.

დინამოელები მოტივირებულები იყვნენ, ახალ მწვრთნელთან ყველას სურს თავის მოწონება, მაგრამ ზვიად ჯელაძის "გაგრაც" არანაკლები სტიმულითა და მონდომებით დაუპირისპირდა ფავორიტ მეტოქეს - თუმცა, დუშან უჰრინის გუნდის უპირატესობა მაინც პირველივე წუთებიდან იგრძნობოდა.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, "დინამოს" ფორმა მოირგო მცველმა ლევან კაკუბავამ. ძირითადში ითამაშა გუნდში დაბრუნებულმა ოთარ ხიზანეიშვილმაც.

უჰრინმა ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეებთან ერთად, თავის გამოჩენის საშუალება ახალგაზდებსაც მისცა.

პირველ ტაიმში ანგარიში მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ალბერტ იაგუემ გახსნა. 37-ე წუთზე თორნიკე თარხნიშვილი საჯარიმოში ეფექტურად, რამდენიმე მცველის ჩამოცილების შემდეგ შეიჭრა, რომლის დარტყმაც მეკარე გიორგი ბეგაშვილმა კი მოიგერია, მაგრამ ჩისკომ დროულად დაამატა - 2:0.

მეორე ტაიმში დინამოელთა უპირატესობა საგრძნობი გახდა: "გაგრას" კარი კიდევ ერთხელ აიღო და დუბლი შეასრულა იაგუემ, ამდენივე გაიტანა რობერტინიომ, ერთხელ თავი ჯაბა ჯიღაურმა გამოიჩინა და "დინამომ" 6:1 გაიმარჯვა.

"დინამო" (I ტაიმი): ლორია - სეთურიძე, რეხვიაშვილი, ხიზანეიშვილი, გლიშიჩი - ძარია - კოტო, ჩისკო, მერებაშვილი, თარხნიშვილი - იაგუე.

"დინამო" (II ტაიმი):: ზარქუა (სეფიაშვილი) - ტვილდიანი, რეხვიაშვილი (კაკუბავა), გველესიანი, გლიშიჩი (კაკულია) - პაპავა, ჯიღაური, მერებაშვილი (პარუნაშვილი), თარხნიშვილი (ჩაფიძე) - რობერტინიო, იაგუე (გაბაშვილი).

სერიოზული სტიმული (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა