კატალონიის "ბარსელონას" მეკარე ვიქტორ ვალდესი ფიქრობს, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი ყველაზე დიდი ტალანტია ვისთანაც ერთად უთამაშია
კატალონიის "ბარსელონას" მეკარე ვიქტორ ვალდესი ფიქრობს, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო, რომელიც ადრე "ბლაუგრანას" ღირსებას იცავდა, ყველაზე დიდი ტალანტია ვისთანაც ერთად "ბარსელონაში" უთამაშია.

ესპანელმა მეკარემ საკუთარი აზრი ტელეარხ "Terra TV"-ზე დააფიქსირა. ვალდესის სიტყვებმა ბევრი გულშემატკივარი გააოგნა, რადგან ამჟამად ესპანელი მეკარე "ბარსელონაში" ოქროს ბურთის სამგზის მფლობელ ლიონელ მესისთან ერთად თამაშობს.

ბევრი მესის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს. ის უკვე 8 სეზონია პრიმერას ალამაზებს, ხოლო გასულ სეზონში არგენტინელმა შედეგიანობის მიხედვით რეკორდი მოხსნა.

ამის მიუხედავად ვალდესი მიიჩნევს, რომ სწორედ რონალდინიოს მოსვლა გუნდში 2003 წელს "ბლაუგრანას" წარმატების დასაწყისი გახდა.

"ყოველთვის ვამბობდი, რომ რონიმ კლუბის ისტორია შეცვალა, როცა "ბარსელონაში" გამოდიდოდა. ის გუნდის ლიდერი იყო, რომელმაც ჩვენი ისტორია შეცვალა.

დიდი ხნის განმავლობაში ტიტულებს ვერ ვიგებდით, თუმცა მოვიდა რონალდინიო და "ბარსელონა" მთელ მსოფლიოს გააცნო. მარტო ამის გამო უნდა გადავუხადოთ მადლობა. ასე ვიტყვი, რონი ყველაზე დიდი ტალანტია, რომელიც ოდესმე "ბარსელონას" გასახდელში მინახავს. რონი ყოველთვის რაღაც ახალს აკეთებდა", - თქვა ვალდესმა.

ვალდესის მოსაზრება საინტერესოა, თუმცა ვინ არის "ბარსელონას" ისტორიაში ყველაზე დიადი ფეხბურთელი? შეიძლება კანდიდატებად ჩავი და ინიესტაც მივიჩნიოთ, თუმცა უმრავლესობა ალბათ მაინც რონალდინიოსა და მესისკენ იხრება.

barcaforever
მესი არა მარტო ბარსას არამედ ფეხბურთის ისტორიაში პირველია
dega
რონალდინიო რათქმაუნდა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა