"რომაში" იძულებით დაბრუნებულს გულშემატკივრებმა უსტვინეს და, რბილად რომ ვთქვათ, ცივი დახვედრა მოუწყვეს
მარკო ბორიელოს საქმეები სულ მთლად აერია - "რომაში" იძულებით დაბრუნებულს გულშემატკივრებმა უსტვინეს და, რბილად რომ ვთქვათ, ცივი დახვედრა მოუწყვეს; თუ "კორიერე დელო სპორტს" დავუჯერებთ, ორიოდე დღის წინ სულაც მთავარ მწვრთნელთან მოუვიდა კონფლიქტი და პროტესტის ნიშნად, საწვრთნელი ბაზა დატოვა.

მართალია, რომაელები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ, მაგრამ ფაქტია, რომ მარკო ორი დღეა, ვარჯიშზე არ გამოჩენილა. ამ საკითხზე კომენტარი კლუბის სპორტულმა დირექტორმა ვალტერ საბატინიმ გააკეთა და როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, ყველაფერი უარყო:

"გუნდი ცოცხალი ორგანიზმია, სადაც კონფლიქტიც შეიძლება მოხდეს და უარესიც, მაგრამ ამ შემთხვევაში, გავრცელებულ ინფორმაციას ვერაფრით დავადასტურებ. თუ ბორიელო მართლაც არ ვარჯიშობს, ე.ი. ამისთვის აქვს საპატიო მიზეზი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მთავარ მწვრთნელთან კონფლიქტი არაა. მარკოზე ისედაც ხშირად წერენ სისულელეებს და ვერ ვხვდები, რატომ გადაეკიდნენ მას ჟურნალისტები".

ვალტერ საბატინიმ ყველაფერი უარყო, მაგრამ კვამლი რომ უცეცხლოდ არ ჩნდება, ესეც ფაქტია... "გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, ბორიელოს გადაბირება "ფიორენტინას" მესვეურებს სურთ და არც თავად ფეხბურთელია წინააღმდეგი, რომ კარიერა ფლორენციაში გააგრძელოს.

ამბობენ, მხარეებს შორის შეთანხმებაც კი შედგა და თუ არც "რომა" წავა წინააღმდეგ, ტრანსფერი შედგებაო; ვნახოთ...

ამასობაში "რომას" მესვეურებმა დიდი ხნის საწადელი აისრულეს და 24 წლის ამერიკელი ნახევარმცველი, მაიკლ ბრედლი გაიფორმეს. დედაქალაქელებს ეს სიამოვნება 3.75 მილიონი ევრო დაუჯდათ, ხელშეკრულება კი 4-წლიანია.

შეგახსენებთ, რომ ბრედლიმ გასული სეზონი "კიევოში" გაატარა, 34 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლიც მიითვალა აქტივში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა