ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ევროპის ჭაბუკთა პირველობა: გადადებული რეისი და აწეწილი გეგმები

ევროპის ჭაბუკთა პირველობა: გადადებული რეისი და აწეწილი გეგმები

17-22 ივლისს პოლონურ კატოვიცეში ჭაბუკ მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება
17-22 ივლისს პოლონურ კატოვიცეში ჭაბუკ მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება, რომელშიც თავდაპირველად თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან.

ჩვენი ნაკრები პოლონეთში გუშინ დილით უნდა გაფრენილიყო კიევის რეისით, მაგრამ თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობის გამო ფრენა გადაიდო.

15 ივლისს რეისი არც რამდენიმე საათის დაგვიანებით - 16 საათზე შესრულდა, თუმცა ჩვენებს ის ვარიანტი დიდად ხელს არც აძლევდათ, რადგან გაურკვეველი რჩებოდა ვარშავადან კატოვიცემდე ჩასვლის საკითხი.

ამიტომ სათადარიგო გზების ძებნას შეუდგნენ. საბოლოოდ გუნდი კატოვიცეში დღეს გამთენიისას უნდა წასულიყო მიუნხენის რეისით, თუმცა პოლონეთში ჩასვლა მაინც ფორსირებულ რეჟიმში მოუწევთ - დღესვე აწონვაა და იქაური დროით 12 საათზე ადგილზე უნდა ყოფილიყვნენ.

წინასწარი მონაცემებით, მიუნხენიდან კატოვიცეში პირდაპირი რეისია, რომელსაც ჩვენები უსწრებენ და ადგილზეც დროულად ახერხებენ ჩასვლას.

იმედია, თბილისიდან გამგზავრებულებს არც გზაში შეექმნებოდათ პრობლემა და აწონვასაც ჩაუსწრებდნენ, თუმცა მომხდარი გაუგებრობის შესახებ ორგანიზატორებსაც აცნობეს. ყოველ შემთხვევაში, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში დაგვამშვიდეს, რომ გავრცელებული ხმების მიუხედავად, ნაკრები ჩაუსწრებდა ტურნირს და შეჯიბრებიდან მოხსნა გამოირიცხებოდა.

ჩვენი ნაკრების თავკაც თამაზ ბენდიანიშვილის გადაწყვეტილებით, კატოვიცეში შმაგი თოდუა (42), გიორგი პასიკაშვილი (46), გიორგი ლეჟავა (50), ლევან მურცხვალაძე (54), ედუარდ ნიკოლიშვილი (58), ტარზან მაისურაძე (63), ომარ გურჯიძე (69), გიორგი ჩხარტიშვილი (76), ირაკლი მწითური (85) და ბექა კახეთელიძე (100) იჭიდავებენ.

შეგახსენებთ, რომ წლეულს ეს გუნდი ლამის ერთიანად გადახალისდა და მასში შარშანდელი შემადგენლობიდან გურჯიძე, ჩხარტიშვილი და პასიკაშვილი დარჩნენ, ოღონდ პასიკაშვილი მაშინ 42-ში ჭიდაობდა.

მათგან გურჯიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ჩხარტიშვილმა კი მსოფლიოზე ბრინჯაო მოიპოვა. ევროპის შარშანდელ პირველობაზე გუნდის მთლიანი მონაგარი თითო ოქრო-ბრინჯაო და ორი ვერცხლია.

17 ივლისს იჭიდავებენ 42, 50, 58, 69 და 85 კილოგრამის ფალავნები, დანარჩენები კი ზეგ იასპარეზებენ.

ბერძენ-რომაელები პოლონეთში 18 ივლისს გაფრინდებიან. მთავარმა მწვრთნელმა ვაჟა კრავეიშვილმა გუნდში თემურ შავაძე (42), რამაზ ზოიძე (46), ირაკლი შავაძე (50), გიორგი ხუჭუა (54), თემურ კვაჭაძე (58), მურთაზ ჩაბრავა (63), ნუკრი შავაძე (69), ნიკა გავაშელი (76), ნიკოლოზ კახელიშვილი (85) და ზვიად პატარიძე (100) შეიყვანა.

აღსანიშნავია, რომ ამ ნაკრებში საწვრთნელო დებიუტი აქვს ახლო წარსულის ცნობილ ფალავანს, მსოფლიოს ჩემპიონ დავით ბედინაძეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო

[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!

[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა