დინამოელთა ახალი მთავარი მწვრთნელი, როგორც ქართველი, ისე ესპანელი ფეხბურთელების დონით უკმაყოფილოა, მათ შორის, ჩისკოთი...
15 ივლისს თბილისის "დინამო" სლოვენიურ შეკრებაზე გაემგზავრა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დუშან უჰრინმა შეკრებაზე 24 ფეხბურთელი წაიყვანა:

მეკარეები: გიორგი ლორია, თორნიკე ზარქუა, კონსტანტინე სეფიაშვილი;

მცველები: გიორგი სეთურიძე, არჩილ ტვილდიანი, გივი კვარაცხელია, გიორგი რეხვიაშვილი, ოთარ ხიზანეიშვილი, ლევან კაკუბავა, გიორგი გველესიანი, დარკო გლიშიჩი;

ნახევარმცველები: ირაკლი ძარია, ლაშა პარუნაშვილი, გიორგი პაპავა, თორნიკე თარხნიშვილი, გიორგი მერებაშვილი, ლევან ხმალაძე, გიორგი თექთურმანიძე, ჯაბა ჯიღაური, მიკელ ალვარო;

თავდამსხმელები: ჩისკო, ალბერტ იაგუე, კარლეს კოტო, რობერტინიო.

"დინამოს" პრესატაშე გიგა გვენცაძის თქმით, თბილისელები ჯერ ვენაში ჩავიდნენ, საიდანაც სლოვენიამდე ავტობუსით გაემგზავრნენ და ერთ-ერთ უძველეს ქალაქ პტუის სასტუმრო "გრანდ ჰოტელ პრიმუსში" დაბინავდნენ.

სლოვენიურ შეკრებაზე დინამოელები ხუთ სპარინგს გამართავენ. სავარაუდო მეტოქეთა სია ასე გამოიყურება: "ბორჩა" (სერბეთი), "იაგელონია" (პოლონეთი), "ფენერბაჰჩე" (თურქეთი), "ბეროე" (ბულგარეთი), "გურნიკი" (პოლონეთი).

გუნდს შეკრებაზე ვერ გაჰყვნენ ირაკლი ლექვთაძე, დავით ხოჭოლავა და ნიკა კვეკვესკირი. ლექვთაძემ "დილაში" მიღებული ტრავმა მოიშუშა, მაგრამ ცხინვალის "სპარტაკთან" ამხანაგურ მატჩში კვლავ დაშავდა. ხოჭოლავა რეაბილიტაციას გადის და მოედანს, სავარაუდოდ, სექტემბერში დაუბრუნდება.

ყველაზე საინტერესო კვეკვესკირის დაქვეითება აღმოჩნდა - მას არაფერი სჭირს, ბაკურიანშიც ჩვეული რეჟიმით ემზადებოდა, თუმცა მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, 21 წლის ფეხბურთელი "დინამოს" მეორე გუნდში გადაიყვანეს. მიზეზი კი მოთამაშის ზედმეტი წონა აღმოჩნდა.

"დინამოს" ჩეხმა მწვრთნელმა სლოვენიაში არ წაიყვანა ახალგაზრდული გუნდიდან დამატებული კაკულია და ცხინვალის "სპარტაკიდან" დაბრუნებული გაბაშვილი და ჩაფიძე.

სამაგიეროდ, უკვე გუნდში არიან რუსთავის "მეტალურგის" აწ უკვე ყოფილი ლიდერები, გია კვარაცხელია და გიორგი თექთურმანიძე, რომლებიც სლოვენიაში "დინამოსთან" ერთად მოემზადებიან. აღსანიშნავია, რომ 33 წლის კვარაცხელია "დინამოში" მესამედ დააბრუნეს, 21 წლის თექთურმანიძე კი - მეორედ.

აშკარაა, რომ დუშან უჰრინი თბილისის "დინამოს" გარდაქმნას გეგმავს. მან გუნდი ბაკურიანის შეკრებაზე ავარჯიშა, ფეხბურთელებს "გაგრასთან" საკონტროლო შეხვედრაში დააკვირდა და რამდენიმე მოთამაშე დუბლშემადგენლობაში გადაიყვანა: კვეკვესკირი, რომელმაც ძირითად შემადგენლობაში ადგილი გასულ სეზონში დაიმკვიდრა, "თამაშგარეში" ბაკურიანული შეკრების შემდეგ აღმოჩნდა.

ახალგაზრდული ნაკრების წევრი ცუდი მოთამაშე ნამდვილად არ არის, მაგრამ უმცროსი უჰრინი გუნდში წესრიგის დამყარებას ცდილობს და როგორც ჩანს, არათუ ზედმეტ წონას, არამედ, მცირე შეცდომასაც არავის აპატიებს.

"დინამოს" მთავარი მწვრთნელი არც ესპანელებით არის კმაყოფილი, მათ შორის, არც ჩისკოს მომზადების დონით და კიდევ რამდენიმე მოთამაშით.

საერთოდ, ამტკიცებენ, რომ ფეხბურთელების დონით უკმაყოფილოა და ხელმძღვანელობას ახალი ფეხბურთელების დამატებაზე ელაპარაკაო.

საერთოდ, უმცროსი უჰრინი აგრესიული, შემტევი ფეხბურთის მიმდევარია და მოთამაშეებს უკან გადაცემას და ტემპის დაგდებას არ პატიობს. "გაგრასთან" კი ბევრი მსგავსი ქმედება იხილა და ამანაც გააბრაზა.

სლოვენიურ შეკრებაზე რამდენიმე ცნობილი მოთამაშის დამატებასაც აპირებს, ზოგიერთებს კი - გასინჯავს.

იმედი ვიქონიოთ, რომ მალე თბილისის "დინამოში" მართლაც ვიხილავთ მაღალი დონის ფეხბურთელებს და გუნდი გუნდს დაემსგავსება.

გაძლიერება კი გუნდს აუცილებლად სჭირდება. თანაც, უჰრინს არსებული კონტიგენტით გაუჭირდება საყვარელი 4-4-2 ტაქტიკით თამაში, რადგან "დინამოს" ორი კი არა, ერთი ხეირიანი თავდამსხმელიც არ ჰყავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

otari
დააკვირდით ხალხო შემადგენლობას,თავდასხმაში არც ერთი ქართველი არაა,ნორმალურია ეს?გლახადაააა როგორც "დინამო" ისე ნაკრების საქმე.ასეთი მიდგომით,შორს კი არა,სტადიონები "საძოვრებად" გადაიქცევა.ნოლია დგეს ეს გუნდი.ნოლი
nana k
ყველზე მთავარი: იქნებ დამთავრდეს "ძველბიჭების" მიერ დინამოში "პალაჟენიის დაყენება" და ფეხბურთის თამაში ისწვლონ!
zaza
დუდუ ეგენი არც ერთი არ არიან ტიპიური ცენტროფორვარდები მაგაზეა აქ ლაპარაკი მეგობარო,თუ კარგად ერკვევი ფეხბურთში არ უნდა გაგიჭირდეს გაგება...მომწონს უჰრინის ესეთი მიდგომა მთავარია სრული დამოუკიდებლობა ქონდეს ხელმძღვანელობიდან. ქართველი კარგად თამაშობენ მაშინ როცა დისწიპლინა მაღალ დონეზეა
დუდუ
ხეირიანი თავდამსხმელი არაა ჩისკო და არც მერებაშვილი? სხვა საქმეა, რო მეტი უნდა იყოს, მარა ეს რა თქმაა? მწვრთნელი შემტევი ფეხბურთის მიმდევარია და ფეხბურთელს უკან გაკეთებულ პასს არ პატიობსო:))) ესა ერთ-ერთი ყველაზე დიდი სისულელე, რაც ფეხბურთთან დაკავშირებით გამიგონია, ან წამიკითხავს:))))))))))))))))))
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა