მეტოქის ზღვარგადასული უხეშობის გამო თემურ შალამბერიძემ თავისი გუნდი მოედნიდან ნაადრევად გაიყვანა
გერმანულ შეკრებაზე გორის "დილა" პირველ საკონტროლო შეხვედრას გერმანიის მესამე ბუნდესლიგის "ერფურტთან" ატარებდა, მაგრამ მატჩი მე-80 წუთზე შეწყდა.

"დილას" პრესსამსახურის ცნობით, ამ დროისთვის გორელები 1:2-ს აგებდნენ: გერმანელთა კარში ბურთი შოთა გრიგალაშვილმა გაიტანა.

გერმანული კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 79-ე წუთზე "ერფურტმა" მოედანი ერთ-ერთი მოთამაშის (ოუმარის) წინააღმდეგ უხეშობისთვის დატოვა.

"ერფურტის" მთავარი მწვრთნელის თანაშემწე რუდი ზეტმა კლუბის ვებგვერდთან განაცხადა:

"მსგავსი უხეშობა არასდროს მინახავს. შესაძლოა, ისინი ასეთ თამაშს შეჩვეულები არიან, ჩამოდიან და აქაც იგივეს აგრძელებენ, მაგრამ მაინც მგონია, რომ მოედნიდან არ უნდა გავსულიყავით".

განსხვავებულ ვერსიას ავრცელებს "დილას" პრესსამსახური, რომ მოედანი მეტოქის უხეშობით აღშფოთებულმა ქართველებმა დატოვეს.

"დილას" პრესსამსახური უეფას წარმომადგენელს, ამ საკონტროლო მატჩის ერთ-ერთ ორგანიზატორს ვოლფგან ცაფფერს დაუკავშირდა და კომენტარი ჩამოართვა.

"აგრესიულობა თავიდანვე "ერფურტის" მხრიდან იგრძნობოდა. მსაჯი აშკარად არაკორექტულად მსაჯობდა და რამდენიმეჯერ მასპინძლებს ყვითელი და წითელი ბარათები არ აჩვენა.

მეორე გოლი "დილას" კარში თამაშგარე მდგომარეობიდან გავიდა, რამაც გორელთა საფუძვლიანი აღშფოთება გამოიწვია.

იყო იმის ალბათობაც, რომ დანიურ "ორჰუსთან" 19 ივლისს დანიშნულ ევროპალიგის მატჩამდე ფეხბურთელებს ტრავმა მიეღოთ", - ამბობს ცაფფერი.

კომენტარი გააკეთა "დილას" მთავარმა მწვრთნელმა თემურ შალამბერიძემაც:

"იმდენად რთული და უხეში თამაში იყო, რომ იძულებულები გავხდით, მოედანი დაგვეტოვებინა.

რამდენიმე ფეხბურთელს მიკროტრავმები აწუხებს. იმედია, "ორჰუსთან" მატჩისათვის ყველა ეს ფეხბურთელი მწყობრში იქნება.

ევროპის ლიგაზე მომავალ თამაშთან დაკავშირებით გუნდში საბრძოლო განწყობაა და ბიჭები შეხვედრისთვის სერიოზულად ემზადებიან".

ურთიერთბრალდება და ჩაშლილი სპარინგი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

WARNING!
ვიდეო ჩანაწერი თუ გაქვთ გაავრცელეთ თქვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე და იქ გამოიკვეთება ვინ უხეშობდა და ვინ არა, თორემ მასე ორივე ერთმანეთს აბრალებს, რას გაიგებს კაცი!
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა