საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი კიდევ უფრო მიუახლოვდა მოწინავე ასეულს - გუშინ ახალი რეიტინგ-ლისტი გამოქვეყნდა, ანა 478 ქულით მსოფლიოს 135-ე ჩოგანია.

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი კიდევ უფრო მიუახლოვდა მოწინავე ასეულს - გუშინ ახალი რეიტინგ-ლისტი გამოქვეყნდა, ანა 478 ქულით მსოფლიოს 135-ე ჩოგანია. ეს მისი კარიერის საუკეთესო მიღწევაა. ჩვენებურს ამერიკულ ალბუკერკიში მოპოვებული 50 ქულა (75-ათასიან ტურნირში ნახევარფინალში გავიდა) დაემატა და კლასიფიკაციაში 17 საფეხურით დაწინაურდა. 20 წლის ჩოგბურთელმა კარიერაში ჰონორარის სახით 202 ათასი დოლარი მიიღო. წყვილთა რეიტინშგი ანა მსოფლიოში 116-ეა, წლის რბოლაში - 127-ე.

გაგაცნობთ სხვა ქართველთა მდგომარეობას მსოფლიო კლასიფიკაციაში: 193 (-4) ოქსანა კალაშნიკოვა - 293 ქულა; 270 (-42) მაკა ჩახნაშვილი - 182; 280 (-1) სოფიო შაფათავა - 177; 291 (-2) თათია მიქაძე - 170; 407 (-9) სოფიო ქვაცაბაია - 87; 474 (-3) მანანა შაფაქიძე - 66; 577 (-7) ეკა გორგოძე - 45; 1059 (+10) ანა ჯიქია - 4.

ვაჟთა რეიტინგში ორი ქართველიღა დარჩა: 838 (+22) ნიკოლოზ ბასილაშვილი - 13 ქულა; 888 (-4) ლადო ჩიხლაძე - 10. ანა ტატიშვილი დღეიდან ლას ვეგასში 50-ათასიან ტურნირში ჩაებმება, სადაც, სავარაუდოდ, მე-5 ნომრად განთესავენ. ნიკოლოზ ბასილაშვილი კალიფორნიის ქალაქ ირვაინში ითამაშებს.

თბილისში დაიწყო "ბათუმის ნავთობტერმინალის ღია პირველობა", რომლის საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარია. გაგაცნობთ I საკვალიფიკაციო წრის შედეგებს:

თამარ კომახიძე-მარიამ თაყნიაშვილი - 6:0, 6:1

ნინო სუჯაშვილი-ეკატერინა ნიკიტინა (რუსეთი) - 6:3, 6:4

ბაბილინა მაჩაიძე-ირინა თოიძე - 6:4, 5:0

ანი ამირაღიანი (სომხეთი)-თამარ ჩალაღანიძე - 6:2, 6:0

კამილა აბდუკადიროვა (აზერბაიჯანი)-თეონა ტატიშვილი - 4:6, 7:5, 6:4

ანი გოგვაძე-მარიამ ქურასბედიანი - 6:2, 6:2

ეკატერინა წიკლაური (რუსეთი)-კარლა გეორგესკუ (ავსტრალია) - 6:1, 6:0

ბარბარე ერისთავი-მარიამ კიკნაძე - 6:1, 6:1

ლანა როსტიაშვილი-მარიამ სხირტლაძე - 4:6, 6:4, 6:0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა