"ფურია როხამ" ევროპის ჩემპიონატი მოიგო და მას არც "ლა როხიტა" ჩამორჩა
"ფურია როხამ" ევროპის ჩემპიონატი მოიგო და მას არც "ლა როხიტა" ჩამორჩა - ესპანეთის 19-წლამდელთა ნაკრებმა, ხულიენ ლოპოტეგის ხელმძღვანელობით, კონტინენტის პირველობა მოიგო თანატოლთა შორის.

ფინალში ესპანეთის ნაკრებმა ესტონეთის დედაქალაქ ტალინში საბერძნეთი დაამარცხა - 1:0. სიმბოლურია, რომ გამარჯვების გოლი ამ ტურნირზე ესპანელთაგან აშკარად საუკეთესომ, "რეალის" ვარსკვლავმა ხესე როდრიგესმა გაიტანა მეორე ტაიმში. ეს ხესეს მე-5 გოლი იყო ტურნირზე და მან საუკეთესო ბომბარდირის "ოქროს ბუცი" მოიგო.

სტარტიდან ფინიშამდე ესპანელთა უპირატესობა აშკარა იყო, თუმცა არც ბერძნული გუნდი იყო ჯაბანი. ბერძენთა გოლკიპერმა სოკრატის დიუდისმა იმავე ხესეს, ჟერარდ დეულოფეუს და ოლივერ ტორესს სახიფათო დარტყმები აუღო.

ამ ასაკობრივ კატეგორიაში (19-წლამდელები) ესპანეთის ნაკრებმა მოიგო ბოლო 11 ჩემპიონატიდან 6!

დაბოლოს, გაგაცნობთ გამარჯვებული გუნდის შემადგენლობას და სტატისტიკას.

მეკარეები: 1. კეპა არიზაბალაგა (4 თამაში), 13. ადრიან ორტოლა (1).

მცველები: 3. ალეხანდრო გრიმალდო (5), 4. ხონას რამალიო (4), 5. დერიკ ოსედე (5, 1 გოლი), ხონი (5), 14. ინსუა (1), 19. სალვადორ რუისი (1).

ნახევარმცველები: 7. ხუანმი (4), 11. ხუან ბერნატი (3), 15. საულ ნიგესი (4), 16. ოლივერ ტორესი (4), 18. დენის სუარესი (4, 1).

თავდამსხმელები: 6. ხოსე კამპანია (5), 8. სუსო (5), 9. პაკო ალკასერი (4, 2), 10. ხესე როდრიგესი (4, 5), 17. ჟერარდ დეულოფეუ (5, 2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა