"ბარსელონას" ახალგაზრდა ვინგერი დარწმუნებულია, რომ კატალონიელთა მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ტიტო ვილანოვას დანიშვნის შემდეგაც გუნდში ადგილს შეინარჩუნებს
"ბარსელონას" ახალგაზრდა ვინგერი ისააკ კუენკა დარწმუნებულია, რომ კატალონიელთა მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ტიტო ვილანოვას დანიშვნის შემდეგაც გუნდში ადგილს შეინარჩუნებს.

21 წლის ჰავბეკი გასულ სეზონში "ბლაუგრანას" ძირითად შემადგენლობაში ხშირად ხვდებოდა. აშკარაა, რომ ისააკს ჯერჯერობით გამოცდილება არ ჰყოფნის, რაც მოედანზე მის მოქმედებებზეც აისახება - ხანდახან სწორხაზოვნად მოქმედებს და განსაკუთრებულით არაფრით გამოირჩევა. თუმცა კატალონიური კლუბის თავკაც ტიტო ვილანოვას ეს არ აშფოთებს.

"ერთიმეორისგან თითოეული მწვრთნელი განსხვავდება. ყველას გამოცდილი მოთამაშეები სჭირდება, მაგრამ ტიტომ თქვა, რომ ჩემზე იმედებს ამყარებს და მეც ძალიან ბედნიერი ვარ", - თქვა კუენკამ.

ამ დროისთვის კუენკა მუხლის ტრავმის შემდეგ აღდგენით პროცესს გადის, რის გამოც იძულებულია, ოლიმპიური თამაშები გამოტოვოს.

"მთავარია, რომ მუხლი უკეთ მაქვს. იმედია, მწყობრში, რაც შეიძლება, მალე ჩავდგები და გუნდს დავეხმარები", - განაცხადა ნახევარმცველმა.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა