ბუნებრივია, ჩეზარე პრანდელი ყურადღებით ადევნებს თვალს სერია A-ში მიმდინარე ბატალიებს და ყველაფერზე თავისი მოსაზრება აქვს. სხვაგვარად არც შეიძლება იყოს, რადგან იტალიის ეროვნული ნაკრების თავკაცია და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, "აძურას" კანდიდატებს აკვირდება. გასულ ტურში, "რომას' მიერ "ინტერის" ძლევამ ბევრი გააკვირვა, მაგრამ არა პრანდელი, რომელიც თურმე ელოდა კიდეც დედაქალაქელთა მხრიდან წარმატებულ თამაშს. ამაზე მისი კომენტარი მეტყველებს:

ბუნებრივია, ჩეზარე პრანდელი ყურადღებით ადევნებს თვალს სერია A-ში მიმდინარე ბატალიებს და ყველაფერზე თავისი მოსაზრება აქვს. სხვაგვარად არც შეიძლება იყოს, რადგან იტალიის ეროვნული ნაკრების თავკაცია და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, "აძურას" კანდიდატებს აკვირდება. გასულ ტურში, "რომას' მიერ "ინტერის" ძლევამ ბევრი გააკვირვა, მაგრამ არა პრანდელი, რომელიც თურმე ელოდა კიდეც დედაქალაქელთა მხრიდან წარმატებულ თამაშს. ამაზე მისი კომენტარი მეტყველებს:

"ნამდვილად არ გამკვირვებია ის, რომ "რომამ" "ინტერს" მოუგო და მთლიანობაში, ძალიან კარგად იასპარეზა. კლაუდიო რანიერის გუნდმა სეზონი ცუდად დაიწყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ "ჯალოროსის" ფეხბურთელებს თამაში დაავიწყდათ. უბრალოდ, არის მომენტები, როდესაც არაფერი გამოგდის და სწორედ ეს ეტაპი იდგა რომაელთა ცხოვრებაში. ის, რომ "ჯალოროსის" ერთ კონკრეტულ შეხვედრაში ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული და გამომდინარე აქედან, რანიერის შეგირდთა გამარჯვება ჩემთვის მოულოდნელობა არ ყოფილა. რაც მთავარია, ძალიან საინტერესო ტაქტიკური დუელი გამოვიდა - თავიდან უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ და ახლოს იყვნენ გოლის გატანასთან, მაგრამ რაფაელ ბენიტესმა სქემა მცირედით შეცვალა და მდგომარეობა გამოასწორა. შემდეგ იყო თანაბარი ორთაბრძოლა, თუმცა თითქოს მასპინძლებს უფრო მეტი ენერგია ჰქონდათ იმისთვის, რომ ბოლო წუთები შეტევებში გაეტარებინათ. სწორედ ასეთ დროს გააკეთა ცვლილება რანიერიმ და თამაშში მირკო ვუჩინიჩი ჩართო. ძალიან ჭკვიანურად მოიქცა, რადგან ქანცგაცლილმა "ინტერის" მცველებმა ჩერნოგორიელი ფორვარდის შეჩერება ვერ მოახერხეს. დარწმუნებული ვარ, მიმდინარე სეზონში კიდევ არაერთ ასეთ საინტერესო ტაქტიკურ დაპირისპირებას ვიხილავთ".

პრანდელის ზოგადად სატურნირო ვითარებასა და გუნდების შანსებზე მოუხდა საუბარი: "დარწმუნებული ვარ, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლა ბოლო ტურამდე გაგრძელდება, რადგან რამდენიმე გუნდია, რომელთაც თანაბარი წარმატებით შეუძლიათ უმაღლესი მიზნისთვის ბრძოლა. "რომამ" ცუდად დაიწყო და ამაზე უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ ნათელია, რომ ამ გუნდს ძალუძს პრობლემების გადალახვა და საჩემპიონო მარათონში ჩართვა. "ინტერს" და "მილანს" მაინც ფავორიტად შევრაცხავდი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს "იუვენტუსი", გუნდი, რომელმაც ნებისმიერ დროს შეიძლება აიწყვიტოს. ერთი სიტყვით, ძალიან საინტერესო ჩემპიონატი გველის".

ჯერჯერობით, ტურინის "იუვენტუსს" ყველაზე მეტი გოლი აქვს სერია A-ში გაშვებული, რაც თითქოს არ შეიძლება რომ ჩეზარე პრანდელის არ აღელვებდეს. "ბიანკონერის" უკანა ხაზი პრაქტიკულად იტალიის ეროვნული გუნდის ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული და ბუნებრივია, ჩეზარე მათგან გაცილებით უფრო საიმედო თამაშს მოელის. არადა, თითოეული მათგანი ცალკე აღებული ნორმალურად გამოიყურება, მაგრამ ფაქტია, რომ "იუვე" გოლებს უხვად უშვებს. შეგვიძლია "სამპდორიასგან", "ლეხისგან" და სულ ახლახანს "პალერმოსგან" მიღებული სამ-სამი გოლები გავიხსენოთ, ან თუნდაც უკანასკნელი ტურის შეხვედრა და "კალიარისგან" გაშვებული ორი გოლი. იტალიელ ჟურნალისტთა ნაწილის აზრით, კარში რომ ჯიჯი ბუფონი იდგას, "იუვე" ამდენ გოლს ნამდვილად არ გაუშვებდა, მაგრამ მეორე მხრივ, გაშვებულ გოლებში ვერც მარკო სტორარის დავადანაშაულებთ. ეს უფრო დაცვის არაორგანიზებული ასპარეზობის ბრალია და ამაზე ლუიჯი დელ ნერის ბევრი აქვს სამუშაო. აი რა მოსაზრება აქვს ამასთან დაკავშირებით პრანდელის:

"ვითარების დრამატიზირება არ ღირს, რადგან "იუვენტუსის" დაცვის არასტაბილური ასაპარეზობის მიზეზი არა ცალკეულ ფეხბურთელებში, არამედ გუნდურ მექანიზმში უნდა ვეძებოთ. ლუიჯი დელ ნერის ახალი დაწყებული აქვს მუშაობა, დაცვის დაყენება კი ყველაზე რთული საქმეა. თანაც, "იუვეს" უკანახაზი მნიშვნელოვნად შეიცვალა - ლეონარდო ბონუჩის სახით ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი გამოჩნდა, რომელსაც დრო სჭირდება იმისთვის, რომ ჯორჯო კიელინის უსიტყვოდ გაუგოს. ძალიან მიხარია, რომ ისინი გუნდშიც ერთად თამაშობენ, ეს ეროვნულ ნაკრებს ნამდვილად წაადგება. საინტერესო მცველები არიან მოტა და დე ჩელიე, მათ დიდი გულისყურით ვაკვირდები და დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან, "აძურაში" გამოვიძახებ. მთავარია, რომ კიდევ უფრო მონდომებით ივარჯიშონ და ხარვეზებს აუცილებლად გამოასწორებენ. ასე რომ, ბევრისგან განსხვავებით, მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი".

ბოლოს, პრანდელიმ მილანურ გრანდებსა და მათ კონკურენციაზე ისაუბრა: "მეჩვენება, რომ "ინტერს" სათადარიგოთა სკამზე ერთი ან კარგ შემთხვცევაში ორი მაღალი კლასის შემტევი აკლია. მაშინ, როდესაც "ნერაძურის" ანგარიში" აქვს გასათანაბრებელი ან უბრალოდ შეტევაში მოსამატებელი, რაფაელ ბენიტესი გამოუვალ მდგომარეობაშია. კოუტინიო ნიჭიერი მოთამაშე ჩანს, მაგრამ ჯერ ახალი სახეა იტალიურ ფეხბურთში და "ინტერს" დარი გუნდი მის იმედზე არ შეიძლება იყოს. ანუ, სატრანსფერო პერიოდში მარიო ბალოტელის შემცვლელის შეძენა იყო საჭირო და ვეჭვობ, რომ ეს საკითხი ზამთრის სატრანსფერო კამპანიისას დადგება დღის წესრიგში. თუმცა, ზამთარში კარგი თავდამსხმელის გადაბირება გაცილებით უფრო რთული იქნება და მილანელები შეიძლება სერიოზული პრობლმის წინაშე აღმოჩნდნენ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ თუ "როსონერიმ" შესაძლებლობები სრულად გამოავლინა, ჩემპიონატის მთავარი ფავორიტი სწორედ ის იქნება. მასიმილიანო ალეგრის განკარგულებაში ფანტასტიკური ფეხბურთელები არიან, რომელთაც უბრალოდ სწორი მიმართულების მიცემა სჭირდებათ. თუმცა, ამასაც გარკვეული დრო უნდა, რადგან დელ ნერის მსგავსად, ალეგრისაც ახალი დაწყებული აქვს მუშაობა. მოკლედ, აქაც არის პლუსები და ამასთან, ის გარემოებები, რომელთა გამოც შეიძლება გუნდი გარკვეულ სირთულეებს გადააწყდეს. მით უკეთესი ნეიტრალური გულშემატკივრისთვის, რადგან თანაბარი ძალების პირობებში ჩემპიონატი კიდევ უფრო დაძაბული და საინტერესო იქნება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
[VIDEO] ნერესს ვეღარ აჩერებენ - "ნაპოლიმ" სტუმრად "რომას" სძლია
ინსინიე სერია A-ში ბრუნდება - კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
ონანას არ დაუძახეს - ის აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში არ იქნება
ტერ შტეგენმა ვარჯიში დაიწყო - გერმანელი შესაძლოა, ზამთარში "ბარსელონადან" წავიდეს