"ჰამბურგში" ერთმანეთს ბოსი კარლ ედგარ იარხოვი და ინვესტორი კლაუს მიხაელ კიუნე დაეტაკნენ
"ჰამბურგში" ისევ მძიმე და ფეთქებადი ვითარებაა - როგორც ჩანს, ამ კლუბს, უბრალოდ, არ უწერია სიმშვიდე.

ბუნდესლიგის "უკანასკნელმა დინომ" ბოლო წლებში უთვალავი მწვრთნელი გამოიცვალა; ფეხბურთელებიც მიდი-მოდიან და ბოლოს ხელმძღვანელობაც შეიცვალა, მაგრამ HSV-ში მაინც ქაოსია.

წინა კვირაში ჩრდილოგერმანული კლუბის ვარჯიშზე ჩხუბი მოხდა და მთავარმა დამნაშავემ, სლობოდან რაიკოვიჩმა, ახალი გუნდი უნდა ეძებოს. ახლა კი ერთმანეთს ბოსი კარლ ედგარ იარხოვი და ინვესტორი კლაუს მიხაელ კიუნე დაეტაკნენ.

ამ უკანასკნელთა დაპირისპირების მიზეზი რაფაელ ვან დერ ვაარტის სავარაუდო ტრანსფერია, რომელიც ახლა უკვე ჩაშლილად უნდა გამოვაცხადოთ. ინვესტორი კიუნე ჰოლანდიელის "ჰამბურგში" დაბრუნებას ითხოვდა და მზად იყო, ტრანსფერის ხარჯების ნახევარი თავად გადაეხადა, მაგრამ იარხოვმა განაცხადა, რომ HSV ვან დერ ვაარტის ტრანსფერის ნახევარსაც ვერ დააფინანსებს, რის გამოც კიუნეს გულისწყრომა დაიმსახურა. ყველაფერი კი იმით დამთავრდა, რომ ვან დერ ვაარტი "ჰამბურგში" არ დაბრუნდება.

ზოგადად, ეს, ფაქტობრივად, იმასაც ნიშნავს, რომ ჰამბურგელ ქომაგებს ამ ზაფხულს არცერთი ხმაურიანი ტრანსფერის იმედი არ უნდა ჰქონდეთ. მიუხედავად ამისა, მთავარი მწვრთნელი ტორსტენ ფინკი იმედოვნებს, რომ ორ-სამ კარგ ფეხბურთელს მაინც უყიდიან.

"საუკეთესო ექვსეულში მოსახვედრად ბრძოლა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგვეძლება, თუ ნახევარდაცვას ორი-სამი ფეხბურთელით, ხოლო დაცვას კი ერთი კარგი უკანახაზელით მაინც გავაძლიერებთ.

სხვა შემთხვევაში ჩვენი მიზანი ისევ მხოლოდ პირველ ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნება უნდა იყოს. ამიტომაც ვიმედოვნებ, რომ ხელმძღვანელები ფინანსურ სახსრებს გამონახავენ და გუნდს გააძლიერებენ," - უთხრა ფინკმა "კიკერს".

შეგახსენებთ, რომ "ჰამბურგმა" დღემდე მხოლოდ ლატვიელი თავდამსხმელი არტიომ რუდნევსი, მეკარე რენე ადლერი და შემტევი ნახევარმცველი მაქსიმილიან ბაისტერი გადაიბირა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა