ჟურნალისტთა წინაშე "ინტერიდან" "იუვენტუსში" გადაბარგებული ლუსიო წარსდგა და იმდენი ილაპარაკა, ყველა გაკვირვებული დატოვა
ორიოდე დღის წინ ჟურნალისტთა წინაშე "ინტერიდან" "იუვენტუსში" გადაბარგებული ლუსიო წარსდგა და იმდენი ილაპარაკა, ყველა გაკვირვებული დატოვა. როგორც წესი, ბრაზილიელი მცველი ჟურნალისტებთან, პრაქტიკულად, არ ურთიერთობს და საერთოდაც, მდუმარე ადამიანია - გაკვირვებაც ამან განაპირობა.

მოვუსმინოთ ლუსიოს:

"ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ "ინტერი" უკვე წარსულია და ამ გუნდზე ლაპარაკი არ მსურს.

მათ საჭიროდ არ ჩათვალეს ჩემი შენარჩუნება და დიდი იმედი მაქვს, რომ ამას ინანებენ კიდეც. "იუვენტუსში" იმად გადმოვბარგდი, რომ კიდევ მსურს უმაღლეს დონეზე თამაში. "ვეკია სენიორა" ახალი ეტაპია ჩემს კარიერაში, რომელიც დიდ ენთუზიაზმს მმატებს.

დარწმუნებული ვარ, რომ "იუვესთან" ერთად, გამარჯვებისთვის ვიბრძოლებ ყველა იმ ტურნირზე, სადაც მონაწილეობას მივიღებთ.

აღვნიშნავ თუ არა "ინტერის" კარში გატანილ გოლს? - რა თქმა უნდა, აღვნიშნავ, რადგან მე "იუვეს" ფეხბურთელი ვარ და ემოციების დამალვის არავითარი სურვილი არ მაქვს.

სულაც არ მეწყინება, თუ მილანელები ჩემს გაშვებას ინანებენ და არ მინდა, ემოციები მოვთოკო - ამით მხოლოდ საკუთარ თავს მოვატყუებ. იმედი მაქვს, ამ ყველაფერს "ინტერის" გულშემატკივრები გაგებით მოეკიდებიან".

ლუსიოს ამ განცხადებამ "ინტერის" გულშემატკივართა აღშფოთება გამოიწვია - სოციალურ ქსელებზე ბრაზილიელი მცველი მიწასთან გაასწორეს და მოღალატის იარლიყი მიაწებეს.

სავარაუდოდ, ლუსიოს "ჯუზეპე მეაცაზე" ჯოჯოხეთურად დახვდებიან და ეს სწორედ მისმა, ერთი შეხედვით, არც ისე სკანდალურმა კომენტარმა განაპირობა.

ბრაზილიელი მცველის განცხადებას "ინტერის" ახალგაზრდა ფეხბურთელი ანდრეა რანოკია გამოეხმაურა და ბოლოს სწორედ მას გადავცეთ სიტყვა:

"ლუსიო ყოველთვის მდუმარე მახსოვს, სიტყვას ვერ ათქმევინებდი და ჟურნალისტებთან რატომ გაიგიჟა თავი, რთული სათქმელია.

როგორც ჩანს, "იუვენტუსში" გადასვლამ მასზე კარგად იმოქმედა და უფრო კომუნიკაბელური გახდა. ისე კი, ძალიან საწყენია, რომ ასე მალე დაივიწყა "ინტერში" გატარებული წლები და მისი ყოფილი გუნდის მიმართ პატივისცემის ნატამალი არ შერჩა.

მიუხედავად იმისა, რომ ლუსიოსთან მეგობრული ურთიერთობა არასდროს მქონია, მასზე მაინც უკეთესი აზრის ვიყავი. მიუხედავად ამისა, მეგობრულად შევხვდები მოედანზე და ხელსაც ჩამოვართმევ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს