ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

საგანგაშო არაფერია!

საგანგაშო არაფერია!

ინტერვიუ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან ზურაბ ქაცარავასთან

- ბატონო ზურაბ, ალბათ გაეცანით ამ დღეებში "ლელოში" გამოქვეყნებულ გულშემატკივრის წერილს...

- რა თქმა უნდა, გავეცანი. მართალი გითხრათ, გამიკვირდა, ისეთი მასშტაბური SOS-ის ქვეშ რომ დაიბეჭდა ეს მასალა. მავანი მკითხველი გაიფიქრებდა - ეს რა კატასტროფააო ქართულ ჩოგბურთში.

ისე, სასიამოვნოა, როცა რიგითი, "სტაჟიანი გულშემატკივარი" ინტერესდება ქართული ჩოგბურთის პრობლემებით, მაგრამ სამწუხაროა, რომ წერილში მონათხრობიდან ბევრია ჭორი და ყურმოკრული ამბავი.

-და მაინც, წერილში მოყვანილ მოსაზრებებზე რას იტყვით, კერძოდ, იმაზე, რომ ფედერაციას ვაჟი ჩოგბურთელები გერებად მიაჩნია და მათ ყურადღებას არ აქცევს.

-ეს, მეტი რომ არ ვთქვათ, უაზრობაა. დაფინანსება, რომელიც ფედერაციას აქვს, თანაბრად ნაწილდება. დღეს რომ შედეგები ვაჟთა ჩოგბურთში ნაკლებად შთამბეჭდავია, ეს ობიექტური მიზეზებით აიხსნება. ტრავმების გამო ირაკლი ლაბაძემ და ლადო ჩიხლაძემ თავი დაანებეს პროფესიულ ჩოგბურთს. 2-3 წლის წინ ბატონ თევზაძეს შეეძლო ეთქვა - ქალთა ჩოგბურთს ყურადღება არ ექცევა, მთელი ყურადღება ვაჟებზეა გადატანილიო. ამჟამინდელი მდგომარეობის ახსნა უბრალოდ შეიძლება - დღეს ქალთა ჩოგბურთში მართლაც ძლიერი თაობა მოვიდა. ორი მათგანი - ანა ტატიშვილი და ოქსანა კალაშნიკოვა - ლონდონის ოლიმპიური თამაშების საგზურისთვის იბრძვის. იმედი მაქვს, ერთ - ერთი მათგანი ბრიტანეთში უეჭველად იასპარეზებს.

ვაჟებში ასეთი თაობა ამ ეტაპზე არ ჩანს. ნიკა ბასილაშვილმა, ფაქტობრივად, უარი თქვა საქართველოს ნაკრების მაისურის ჩაცმაზე. ნამდვილად იმედით შევყურებთ გიორგი ცივაძესა და უმცროს ალექსანდრე მეტრეველს. ცივაძემ უკვე იასპარეზა დევისის თასზე. ისინი ჯერ მხოლოდ 16-17 წლისანი არიან და სათანადო ხელშეწყობის შემთხვევაში მათგან კარგი შედეგებია მოსალოდნელი. უფრო დაბალ ასაკობრივ ჯგუფშიც გვყავს მრავალი პერსპექტიული ჩოგბურთლი, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს.

- წინა ტურნირების - იგულისხმება დევისის თასი - ფინანსური დავალიანება დღესაც არ არისო გასტუმრებული...

- ეს აბსურდია. ვის წინაშე გვაქვს ფინანსური დავალიანება? სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით ნაკრები ტურნირზე გაემგზავრა; გადახდილია სასტუმროში ცხოვრებისა და კვების ხარჯები; მოხდა მათი სპორტული ეკიპირება; ჩატარდა წინასაშეჯიბრო მოკლევადიანი შეკრება. ძალზე შორს უნდა იყო საჩოგბურთო ცხოვრებიდან, რომ სპეციფიკური საშეჯიბრო კალენდრის გამო მოითხოვო ნაკრების წევრთა მრავალკვირიანი შეკრება. ასეთი რამ არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. ჩოგბურთელები ხშირად მართლაც შეჯიბრების ადგილზე ხვდებიან ერთმანეთს. რაც შეეხება სპორტსმენთა მატერიალურ წახალისებას - კონკრეტულად ნაკრებში თამაშისთვის ეს არ ხდება. გუნდის წევრთა მნიშვნელოვანი ნაწილი სახელმწიფოსგან იღებს სტიპენდიებს. ძალზე სოლიდურია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიზნობრივი დახმარება იმედისმომცემი ჩოგბურთელებისადმი. ხოლო მაშინ, როცა ჩვენი ნაკრები იმ ჯგუფში ასპარეზობდა, რომელშიც, დევისის თასის გათამაშების დებულების თანახმად, გამოიყოფოდა საპრემიო თანხა, ბუნებრივია, ის ნაწილდებოდა ნაკრების წევრებზე. სამწუხაროდ, წლეულს ჯგუფის სტატუსის გამო საპრემიო თანხა გათვალისწინებული არ იყო.

-მხოლოდ გასართობი ტურნირები ტარდებაო საქართველოში?

-ეს არის მკითხველის დეზინფორმაციის მცდელობა. რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტულია ასეთი რამის დაწერა.

ბოლო 10-12 წლის განმავლობაში, როგორც ვაჟთა, ისე ქალთა შორის თბილისში, ბათუმსა და თელავში ITF-ის ეგიდით ჩატარდა 50-ზე მეტი საერთაშორისო ტურნირი 10, 15, 25, 50 და 75 ათას დოლარიანი საპრიზო ფონდით. ჩვენს ქვეყანას სტუმრობდა ასეულობით უცხოელი ჩოგბურთელი. სწორედ ამ ტურნირებმა შეუწყო ხელი იმ გოგონების დაოსტატებას, რომლებზეც წერილის ავტორი ლაპარაკობს.

სტაჟიან გულშემატკივარს კი შევახსენებ, რომ სხვადასხვა ასაკის და პროფესიის მოყვარულებს შორის ჩოგბურთის პოპულარიზაცია ფედერაციის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა. ვიმეორებ - ტრავმების გამო ლაბაძემ და ჩიხლაძემ საკმაოდ ადრეულ ასაკში დაანებეს თავი ჩოგბურთის თამაშს. ნაკრები რომ არ ჩამოქვეითებულიყო უფრო დაბალ ჯგუფში, ფედერაციის ხელმძღვანელობამ თხოვნით მიმართა ორივე სპორტსმენს, რათა ისინი, ნაკრების ინტერესებიდან გამომდინარე, დროებით მაინც დაბრუნებოდნენ ეროვნულ გუნდს. მადლობის მეტი მათ მიმართ არაფერი გვეთქმის - ამოცანა შესრულებულია.

რომ არა უკანასკნელ წლებში სახელმწიფოს მხრიდან სერიოზული და მუდმივი მხარდაჭერა ქართული ჩოგბურთისადმი, მდგომარეობა მართლაც სავალალო იქნებოდა. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა, პირადად საქართველოს პრეზიდენტი, ბატონი მიხეილ სააკაშვილი, დაინტერესებულნი არიან საქართველოში სპორტის ამ სახეობის განვითარებით. შესანიშნავი კორტები ჩადგა მწყობრში თბილისში, თელავში, ქუთაისში, გორში, საჩოგბურთო ცენტრი შენდება ბათუმში.

მიუხედავად ამისა, ცხადია, თანხები საკმარისი არ არის და უახლოეს წლებში, ობიექტურად, არც იქნება საკმარისი. გრძელვადიანი პერსპექტივის გათვალისწინებით კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული პროგრამის ფინანსურ უზრუნველყოფას ყოველწლიურად 500-700 ათასი ლარი მაინც სჭირდება. ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ ასეთი თანხების მოზიდვა ჩოგბურთისთვის დღეს ობიექტურად შეუძლებელია. რა თქმა უნდა, ქართულ ჩოგბურთში გასაკეთებელი კიდევ ბევრია, არის საკითხები, რომლებიც სწრაფ და კომპეტენტურ რეაგირებას მოითხოვს. ჩვენ ვხედავთ ნაკლოვანებებს და შესაძლებლობის ფარგლებში მათ ოპერატიულ გამოსწორებას ვცდილობთ.

სხვათა შორის, წერილში "სტაჟიან გულშემატკივარს" ჩამოთვლილი აქვს გვარები, რომლებსაც მართლაც დიდი დამსახურება აქვთ ქართული ჩოგბურთის წინაშე. მოკრძალებულად შევახსენებ ავტორს - ჩოგბურთის ფედერაციის დღევანდელი პრეზიდენტის, ოლიმპიური თამაშების პრიზიორის, თავის დროზე მსოფლიოს საუკეთესო ათეულის მოთამაშის ლეილა მესხის, როგორც სპორტსმენის წვლილზე მას სიტყვაც არ დასცდენია. ფედერაციის ხელმძღვანელობა გამოთქვამს მზადყოფნას, "ლელოს" რედაქციაში სპეციალისტებთან და დაინტერესებული სტრუქტურების წარმომადგენლებთან ერთად მოეწყოს ქართული ჩოგბურთის პრობლემებისადმი მიძღვნილი შეხვედრა მრგვალ მაგიდასთან.

მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია

მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო

[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!

მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა

კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს

პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა