ჩემპიონთა ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი. პირველი მატჩი
17 ივლისს "ზესტაფონს" ძნელი მატჩი ელის - ბაქოს "ნეფთჩი" მაძღარ კლუბს ჰგავს და შესაბამისად, რიგიანი გუნდიც ეყოლება.

შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე იქნება - თქმა რად უნდა, ყველანი დიდად საინტერესო მატჩის მოლოდინში ვართ.

"ზესტაფონი" 16 ივლისს ჩარტერული რეისით ჩაფრინდა აზერბაიჯანის დედაქალაქში. იქაური წყარო იუწყება, ქართველებმა უკმაყოფილება ჟურნალისტებთანაც გამოხატეს აეროპორტში ბარგის დაგვიანებით მიწოდების გამოო.

"ქართველებს პროვოკაციაზე წასვლა შეუძლიათ"

"ნეფთჩის" მწვრთნელი თარლან ახმედოვი მატჩისწინა პრესკონფერენციაზე სიტყვაძუნწი როდი გამოდგა.

"ორ ეტაპად მოვემზადეთ. პროგრესი სახეზია. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ორი ტრავმირებული გვყავს - როდრიპინიო და ბახადირ ნასიმოვი.

"ზესტაფონის" თამაში ვნახეთ და მოწინააღმდეგეზე ცოტა რამ როდი ვიცით, თუმცა ზესტაფონელთა ძლიერ და სუსტ მხარეებზე ახლა არ ვისაუბრებ.

კარგად მესმის, რომ თუ "ზესტაფონის" ბარიერს ვერ გადავლახავთ, მაგრად გაგვაკრიტიკებენ. ასე რომ, პასუხისმგებლობას კარგად ვაცნობიერებთ.

შინ ვთამაშობთ და ისეთ შედეგს უნდა მივაღწიოთ, რომ საპასუხო მატჩისთვის მეტოქეს უკვე არაფრის იმედი აღარ უნდა ჰქონდეს. მთავარია, გოლი არ უნდა გავუშვათ.

ვიცით, რომ ქართველებს პროვოკაციაზე წასვლა შეუძლიათ, მაგრამ ჩვენ ცივსისხლიანები უნდა ვიყოთ და ყველაფრისთვის მზად უნდა აღმოვჩნდეთ.

ის ფეხბურთელები, რომლებიც ამ სეზონის წინ დავიმატეთ, იმათზე უფრო ძლიერები არიან, გუნდი რომ დატოვეს. ხვალ მოედანზე თქვენ სულ სხვა გუნდს ნახავთ", - უთქვამს თარლან ახმედოვს.

"ჩვენი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა ქართულ ფეხბურთს სჭირდება"

ჟურნალისტების წინაშე "ზესტაფონის" დამრიგებელი გიორგი ჭიაბრიშვილი წარსდგა.

"კარგად მოვემზადეთ, "ნეფთჩისთან" სათამაშოდ მზად ვართ და სულმოუთქმელად ველით მოწინააღმდეგესთან თამაშს. "ნეფთჩის" ლეგიონერებიც კარგი ჰყავს და ადგილობრივი მოთამაშეებიც.

ბაქოელებთან საკმაოდ ძნელი მატჩი გველის. მეოთხე წელია, რაც თითქმის ერთი და იგივე შემადგენლობით ვთამაშობთ. "ნეფთჩი" კი ასეთი არ არის, სეზონის წინ არცთუ ცოტა ახალი ფეხბურთელი დაიმატა.

იმედი გვაქვს, რომ ამ ეტაპს გავივლით. პირველი მატჩის ანგარიშს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. "ნეფთჩის" გაუჭირდება ყველაფრის პირველ შეხვედრაში გადაწყვეტა.

ბაქოში წასაგებად არ ჩამოვსულვართ, შანსებს 50/50-ზე ვაფასებ.

ასეა თუ ისე, "ნეფთჩი" შემტევ ფეხბურთს ქადაგებს. თუ "ნეფთჩისთან" წავაგებთ, ეს კატასტროფა არ იქნება. ბაქოელებს საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავთ, თუმცა ჩვენი მთავარი ამოცანა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვედრაა.

ჩვენ ბევრი შრომა გავწიეთ და ბევრი ფულიც დავხარჯეთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მოვხვდეთ - ეს ქართულ ფეხბურთს სჭირდება.

"ნეფთჩიდან" არავისი გვეშინია, თუმცა ვიტყოდი, რომ საკვანძო მნიშვნელობის ფეხბურთელები არიან ჯულიუს ვობაი და ფლავინიო; ერთ-ერთი საუკეთესოა ჯავიდ იმამვერდიევი.

რაც შეეხება მოედანს, არ გვიყვარს ხელოვნურ საფარზე თამაში. ჩვენთვის ეს ცუდი ფაქტორია".

ბარემ იმასაც გეტყვით, რომ ფლავინიო ბრაზილიელი თავდამსხმელია. "ნეფთჩიში" ორი წლის წინ მივიდა "გრემიოდან". წინა სეზონში ათი გოლი გაიტანა აზერბაიჯანის ჩემპიონატში.

ჯულიუს ვონაი სიერალეონელი გახლავთ. მოხეტიალე ფეხბურთელია. ლენქორანის "ხაზარშიც" უთამაშია, წინა სეზონში კი ეგვიპტურ "ალ მასრიში" გახლდათ.

რაც შეეხება ჯავიდ იმამვერდიევს, აზერბაიჯანის ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველია და მასზე დიდ იმედებს ამყარებენ.

დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება...

ჩემპიონთა ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი. პირველი მატჩი

17.07. ბაქო. დალღა არენა. 20:00

ნეფთჩი (აზერბაიჯანი)-ზესტაფონი (საქართველო)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბუიუქაღა გაჯიევი: ვალდებულები ვართ, "ზესტაფონთან" გავიმარჯვოთ!

ბრუნო ბერტუჩი: 100%-ით ვიცი, ბაქოს "ნეფთჩი" "ზესტაფონის" ბარიერს გადალახავს!

ბაქოს "ნეფთჩის" მცველი: "ზესტაფონს" მინიმუმ ორი გოლი უნდა გავუტანოთ

გია ჭიაბრიშვილი: საქართველოს ჩემპიონს აზერბაიჯანის ჩემპიონთან მოგება მართებს

david67
საქართველოში ფეხბურთი საერთოდ უნდა აიკრძალოს. ეს არის გამოსავალი. სინდისის ნატამალიც არ გააჩნიათ. ფეხბურთის თამაში კი არა
jhkjh
აუ დაცვასჰი რა ხდებოდა ?
VANO
SIRCXVILI BAKOS VER UGEBT DA TRABAXOBT MARTO
odala
ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ სათანადოდ არ დააფასეს მეტოქე ზესტაფონელებმა. ისე ეთამაშებოდნენ თითქოს თვითონ ბარსელონა იყვნენ და მეტოქე ნეფთჩი ჰყავდათ. უკეთესი გუნდია ზესტაფონი, მაგრამ დაისაჯნენ.
david67
3-0 ნეფთჩის სასარგებლოდ/ ნეტავ რისი თავია აქვს ზესტაფონს. მაგათ მხოლოდ ტოტალიზატორზე თამაში იციან
roi
3-ში გრზელის რა მოგახსენო მაგრამ სამჯერ კი გაარჩეს ზესტაფონს და კოკაიას
guja
3 ში გრძელი ბაქოს ნეფტჩის :D მიდიიით ბიჭებოოო გადაუარეეეეთ ................
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო