აკადემიელებმა ჯამში 54 სარეიტინგო ქულა მოაგროვეს და თბილისის "ლელოს" 2 ქულით გაუსწრეს
შვიდკაცა რაგბის საქართველოს ჩემპიონატი თბილისის "აკადემიის" გამარჯვებით დასრულდა. შეჯიბრება, ისევე, როგორც შარშან, სამ ეტაპად წარიმართა. აკადემიელებმა ჯამში 54 სარეიტინგო ქულა მოაგროვეს და თბილისის "ლელოს" 2 ქულით გაუსწრეს.

აღსანიშნავია, რომ ლელოელებმა ორი ეტაპი დაუმარცხებლად განვლეს და გათამაშებას დამაჯერებლად ლიდერობდნენ. თუმცა მესამე ეტაპზე, ჯგუფურ ტურნირში ქუთაისის "აიასთან" ერთადერთი მარცხის გამო (14:19) პირველობისთვის მებრძოლ ოთხეულში ვერ მოხვდა და საბოლოოდ მეხუთე ადგილი დაიკავა. ეს საკმარისი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ მესამე ეტაპის გამარჯვებულ "აკადემიას" საერთო ჩათვლაში ყველაზე მეტი სარეიტინგო ქულა დაეგროვებინა.

აკადემიელებმა, რომლებიც B ჯგუფში ასპარეზობდნენ, ოთხი მატჩიდან სამი მოიგეს და ერთში თბილისის "ჯიქებთან" ფრეს დასჯერდნენ - 5:5.

A ჯგუფში კი თანაბარი, 6-6 ქულა ერთბაშად სამმა გუნდმა, "ლელომ", ქუთაისის "აიამ" და "ბათუმი XV"-მა დააგროვეს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ლელოელებმა ქუთათურებთან წააგეს, რომლებიც, თავის მხრივ, ვერას გახდნენ ზღვისპირელებთან - 12:14. სამაგიეროდ, "ბათუმი XV"-ს "ლელომ" სძლია - 7:5.

ჯგუფში ადგილების გასანაწილებლად ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები შედეგები გახდა დასათვლელი. ლელოელებს მეტოქეებთან შედარებით დეფიციტში 2 ქულა აღმოაჩნდათ და, შესაბამისად, მესამე ადგილს დასჯერდნენ.

ნახევარფინალში "აკადემიამ" იოტისოდენა შანსი არ დაუტოვა A ჯგუფის მეორეადგილოსან "ბათუმი XV"-ს - 21:0. მეორე წყვილში კი ქუთაისის "აიამ" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა თბილისის "ლოკომოტივი" - 19:14.

ფინალი, როგორც მოსალოდნელი იყო, საკმაოდ დაძაბულ, უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა და თბილისურმა გუნდმა ქუთათურებს ხუთი ქულის სხვაობით სძლია - 12:7.

ამრიგად, შვიდკაცა რაგბის საქართველოს ჩემპიონატის მესამე ეტაპი თბილისის "აკადემიამ" მოიგო და საქართველო ჩემპიონის ტიტული პირველად მოიპოვა.

III ეტაპი

A ჯგუფი

რაინდები-ლელო 0:63, აია-ბათუმი XV 12:14, ლელო-ყოჩები 26:12, აია-რაინდები 43:0, ბათუმი XV-ყოჩები 36:7, ლელო-აია 14:19, ბათუმი XV-რაინდები 21:17, აია-ყოჩები 19:14, ლელო-ბათუმი XV 7:5, ყოჩები-რაინდები 31:0.

სატურნირო მდგომარეობა

1. აია - 6 ქულა, 2. ბათუმი XV - 6, 3. ლელო - 6, 4. ყოჩები - 2, 5. რაინდები - 0.

B ჯგუფი

არწივები-აკადემია 5:40, ლოკომოტივი-ბაგრატი 26:12, აკადემია-ჯიქები 5:5, ლოკომოტივი-არწივები 38:0, ბაგრატი-ჯიქები 14:27, აკადემია-ლოკომოტივი 21:5, ბაგრატი-არწივები 21:12, ლოკომოტივი-ჯიქები 24:14, აკადემია-ბაგრატი 14:5, ჯიქები-არწივები 31:0.

სატურნირო მდგომარეობა

1. აკადემია - 7 ქულა, 2. ლოკომოტივი - 6, 3. ჯიქები - 5, 4. ბაგრატი - 2, 5. არწივები - 0.

ნახევარფინალი

აია-ლოკომოტივი 19:14, აკადემია-ბათუმი XV 21:0

III ადგილისთვის

ლოკომოტივი-ბათუმი XV 26:5

ფინალი

აკადემია-აია 12:7

საბოლოო მდგომარეობა

1. აკადემია, 2. აია, 3. ლოკომოტივი, 4. ბათუმი, 5. ლელო, 6. ყოჩები, 7. ჯიქები, 8. ბაგრატი, 9. რაინდები, 10. არწივები.

სამი ეტაპის ჯამი

1. აკადემია - 54 ქულა, 2. ლელო - 52, 3. ლოკომოტივი - 46, 4. აია - 44, 5. ბათუმი - 38, 6. ბაგრატი - 28, 7. ჯიქები - 28, 8. ყოჩები - 22, 9. რაინდები - 8, 10. ხულიგანა - 6, 11. არმაზი - 2, 12. არწივები - 2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

crocobet დიდი 10 სენსაციით გაიხსნა, სინი პატარძეულში წავიდა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად