ჩვენი ნაკრები დროულად, ექსცესების გარეშე ჩაფრინდა პოლონურ კატოვიცეში და 17 ივლისს დასაწყებ თანატოლთა ევროპის ჩემპიონატს ჩაუსწრო
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრები დროულად, ექსცესების გარეშე ჩაფრინდა პოლონურ კატოვიცეში და 17 ივლისს დასაწყებ თანატოლთა ევროპის ჩემპიონატს ჩაუსწრო.

ჩვენი ნაკრების თავს შავი ღრუბლები მას შემდეგ მოგროვდა, რაც კვირა დილას ტექნიკური გაუმართაობის გამო თბილისი-კიევის რეისი გადაიდო.

ჩვენები სწორედ ამ რეისით მიფრინავდნენ პოლონეთში, მერე კი სარეზერვო ვარიანტის მოძებნა მოუხდათ. საბოლოოდ ისინი მიუნხენის გავლით გაფრინდნენ, თუმცა ან თბილისში, ან - გერმანიიდან კატოვიცეში მიმავალ თვითმფრინავსაც რომ დაეგვიანა, აწონვის ცერემონიალს ვეღარ ჩაუსწრებდნენ.

ჩვენი ნაკრების შემადგენლობაში, მწვრთნელ თამაზ ბენდიანიშვილის გადაწყვეტილებით (რაც ორ წონაში საკონტროლო შეხვედრის შედეგმა განაპირობა), შმაგი თოდუა (42), გიორგი პასიკაშვილი (46), გიორგი ლეჟავა (50), ლევან მურცხვალაძე (54), ედუარდ ნიკოლიშვილი (58), ტარზან მაისურაძე (63), ომარ გურჯიძე (69), გიორგი ჩხარტიშვილი (76), ირაკლი მწითური (85) და ბექა კახეთელიძე (100) შევიდნენ.

ამათგან 17 ივლისს თოდუა, ლეჟავა, ნიკოლიშვილი, გურჯიძე და მწითური იჭიდავებენ. თოდუა პირველ წრეში ბულგარელ ანგელ გეორგიევს ხვდება. მასთან წარმატების შემთხვევაში - სომეხ მხითარ გრიგორიანსა და გერმანელ ტიმ შერერს შორის მოგებულს.

მის მხარესაა რუსი ალექსანდრ რასადინიც, თუმცა მას ჩვენებური ნახევარფინალამდე არ გადაეყრება. ლეჟავა პირველ წრეში ისვენებს. მისი მეტოქე კი ბელარუს რუსლან იბრაჰიმაუს და უკრაინელ ანდრეი იაცენკოს პაექრობაში გაირკვევა.

ნიკოლიშვილს პირველ შეხვედრაში ფრანგი ილმან მუხტაროვი ერგო. ამ წყვილში მოგებული კი მეორე წრეში რუს იბრაგიმ ილიასოვსა და შვეიცარიელ მარკ დიჩეს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ევროპის შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი გურჯიძე პირველ წრეში ისვენებს, როგორც მისი მეტოქე, რუსი მუსლიმ ევლოევი.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისელი გურჯიძე შარშან 63-ში ჭიდაობდა და ევროფინალი ისევ რუსთან - ომარაშხაბ ნაჯმუტდინოვთან წააგო. ფრანგთან ჭიდაობით იწყებს ტურნირს მწითურიც, ოღონდ მეორე წრეში - ქუეტინ მილირეს ხვდება. ამ წყვილში მოგებულს კი მომდევნო წრეში ან თურქ ილდენიზ სავრანს, ან რუს სულთან რაბადანოვთან მოუწევს დაჭიდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა