24 წლის სპორტსმენმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტურნირი მოიგო ბაქოში
თბილისელი მხედრის, შალვა გაჩეჩილაძის წარმატებები საერთაშორისო სარბიელზე არახალია.

ამჯერად 24 წლის სპორტსმენმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტურნირი მოიგო ბაქოში. ეს ასპარეზობა, რომელიც ცხენოსნობის საერთაშორისო ფედერაციის კალენდარში "ბაქო მასტერსის" სახელითაა შესული, დაბრკოლებათა გადალახვაში "კავკასიის ლიგის" 2012-13 წლების ეგიდით ჩატარდა და რიგით მესამე ეტაპი იყო.

მთავარი პრიზისთვის იბრძოდნენ აზერბაიჯანის, საქართველოს, გერმანიის, თურქეთის და ირანის საუკეთესო მხედრები.

მონაწილეთა უმრავლესობამ საპატიო ჯილდოს დაუფლებისთვის გამოიყენა მონაცვლეობით ორ მერანზე ასპარეზობის უფლება. საბოლოოდ გამარჯვებული ბაქოელ ჰიკმეტ მუსაევსა და შალვა გაჩეჩილაძეს შორის პაექრობაში გამოვლინდა.

ორივე მხედარმა უჯარიმოდ გაიარა ძირითადი შეჯიბრება. დამატებით ხტომებში 4 საჯარიმო ქულით (ცხენი "დარი") ჩვენიანს დარჩა პირველობა და მთავარი ჯილდო - გრანპრი მას გადაეცა, მუსაევმა კი 8 საჯარიმო ქულა მიიღო. მესამე ადგილიც 8 საჯარიმო ქულით, მაგრამ დროში მუსაევზე უარესი მაჩვენებლით ისევ შალვა გაჩეჩილაძეს ხვდა წილად (ცხენი "ჩვინ გუში").

ასპარეზობის საპრიზო ფონდი იყო 7 ათასი ევრო.

თორნიკე გაჩეჩილაძე

ისევ შალვა! (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

q.b.
შალვა ქართული ცხენოსნობის სიამაყეა :) შეუდარებელი :)

საუკეთესო ხარ :) ქართული ცხენოსნობის სიამაყე :)
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა