19 ივლისს გასამართი მატჩისთვის რუსთაველები საგურამოს ბაზაზე ემზადებიან, 18 ივლისს კი "მიხეილ მესხზე" გავლენ სავარჯიშოდ
19 ივლისს რუსთავის "მეტალურგს" ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ელის ჩეხეთის "პლზენთან". რუსთაველები საგურამოს ბაზაზე ემზადებიან, 18 ივლისს კი "მიხეილ მესხზე" გავლენ სავარჯიშოდ. ჩეხებიც მატჩის წინა დღეს ჩამოვლენ თბილისში.

პირველ ეტაპზე "მეტალურმა" ალბანურ "ტეუტას" ორი მატჩის ჯამში 9:1 მოუგო და სულ სხვა დონის მოწინააღმდეგესთან მოუწევს პაექრობა.

შეგახსენებთ, რომ "ტეუტასთან" მატჩების შემდეგ ცენტრალური მცველი გია კვარაცხელია და შემტევი გიორგი თექთურმანიძე "დინამო თბილისს" დაუბრუნდნენ, ისინი რუსთავურ კლუბში იჯარით იყვნენ.

"მეტალურგმა" ორი ფეხბურთელი დაიმატა - მცველი ლექსო ინწკირველი და თავდამსხმელი დავით ჯანელიძე - ისინი "ტეუტასთან" მატჩებისთვის განაცხადში არ იყვნენ. ახლა კი უკვე შეყვანილები არიან "მეტალურგის" საევროპო განაცხადში და შესაბამისად, "პლზენთან" თამაშიც შეუძლიათ.

ბოლო საკონტროლო მატჩი "პლზენმა" რამდენიმე დღის წინ გამართა ავსტრიულ შეკრებაზე მოსკოვის "სპარტაკთან" და 1:2 წააგო.

სპარტაკელმა ჯანო ანანიძემ იმ შეხვედრაში საგოლე გადაცემა შეასრულა. ჩეხებიდან გოლი 37 წლის ნახევარმცველმა პაველ ხორვატმა გაიტანა.

"პლზენს" "სპარტაკთან" ფრე შეეძლო, მაგრამ სლოვაკმა თავდამსხმელმა მარეკ ბაკოშმა მატჩის მიწურულს 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა.

რუსთაველებს ახალწვეულები განაცხადში ჰყავთ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჯანო ანანიძემ ჩეხური "პლზენის" დამარცხებაში თავისი წვლილი შეიტანა

კობა ჟორჟიკაშვილი: "პლზენი" ჩვენზე ძლიერია, მაგრამ...

დიმიტრი ტატანაშვილი: წინ რთული მატჩები გველის

გიორგი თექთურმანიძე: იმედია, შემდეგ მატჩში მეტი გულშემატკივარი გვეყოლება

მეტალურგი-ტეუტა 6:1 (პირველი მატჩი 3:0) - აბა, ახლა "პლზენი" გამოუშვით!

dudu
ბევრ ლიგაში (ბუნდესლიგა და სხვ.) ეგ საგოლე პასად ითვლება. ისე, მართლა ჯობდა, გარკვევით დაგეწერათ, თორე ზოგ ლიგაში ეგრე არ ითვლება.
Burton
"სპარტაკელმა ჯანო ანანიძემ იმ შეხვედრაში საგოლე გადაცემა შეასრულა" --- რატომ წერთ ტყუილს??? ვუყურე მაგ მატჩს, ჯანო მეკარესთან პირისპირ გავიდა, ვერ გაიტანა, მეკარეს მოარტყა და დამატებაზე გაიტანა ემენიკემ. რა საჭიროა ტყუილი???
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა