თამაზ პერტიას ლიეპაიას "მეტალურგსის" მთავარ მწვრთნელობას სთავაზობენ. ლატვიის უმაღლესი ლიგის კლუბ "დაუგავას" თავკაცისთვის ეს წინადადება მიმზიდველი აღმოჩნდა და ალბათ, სამუშაო ადგიულს სეზონის დასასრულს შეიცვლის...

თამაზ პერტიას ლიეპაიას "მეტალურგსის" მთავარ მწვრთნელობას სთავაზობენ. ლატვიის უმაღლესი ლიგის კლუბ "დაუგავას" თავკაცისთვის ეს წინადადება მიმზიდველი აღმოჩნდა და ალბათ, სამუშაო ადგიულს სეზონის დასასრულს შეიცვლის. პერტია ლიეპაიაში "დაუგავადან" ასისტენტის შოთა მახარაძის წაყვანასაც აპირებს. ინფორმაცია სანდო წყაროსთანაა დაზუსტებული, თუმცა თავად პერტია მის გახმაურებას არ ჩქარობს.

შეგახსენებთ, რომ ლატვიაში 2009 წელს აგორებულ "ტოტალიზატორის სკანდალში" ერთ-ერთი მთავარი ბრალდებული "დინაბურგის" პრეზიდენტი გავრილოვი აღმოჩნდა, გუნდის მთავარი მწვრთნელი კი სწორედ პერტია გახლდათ. ლატვიის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, პერტიას ამ ბალტიისპირულ ქვეყანაში საფეხბურთო მოღვაწეობა სამუდამოდ აეკრძალა, "დინაბურგის" ქართველ მცველ ირაკლი ქორთუას კი 13-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა. სხვათა შორის, ამის შემდეგ ქორთუა "გაგრაში" დაბრუნდა...

წელს ზაფხულში ლატვიის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა პერტია შეიწყალა, სამუდამო დისკვალიფიკაცია მოუხსნა და მუშაობის უფლება დართო. 35 წლის მწვრთნელი "დინაბურგისა" და "დაუგავას" გაერთიანების შედეგად წარმოქმნილი "დაუგავას" მთავარი მწვრთნელი გახდა, თუმცა კლუბში არაოფიციალურად ისედაც მუშაობდა.

ლატვიის ჩემპიონატში "დაუგავა" ამჟამად მეოთხე ადგილზეა. პერტიასთვის "მეტალურგსი" წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, რადგან ლიეპაიელები 12 წელია ლატვიური ფეხბურთის ლიდერებში არიან. "მეტალურგსი" 1997 წელს დაარსდა და ამ პერიოდში ოთხჯერ (1998, 1999, 2003, 2004) გახდა ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი, სამჯერ (2000, 2001, 2002) ბრინჯაოს მედლის მფლობელი, 2005 და 2009 წლებში კი ოქროსაც შესწვდა. წელს გუნდმა პოზიციები დათმო და 21 ტურის შემდეგ ვირსლიგაში მესამე ადგილზეა. დღესდღეობით "მეტალურგსს" ბუნდესნაკრების ყოფილი თავდამსხმელი რიუდიგერ აბრამჩიკი (1978 წლის მუნდიალის მონაწილე) ავარჯიშებს, რომელსაც ლატვიაში ორწლიანი მუშაობის შემდეგ, სამუშაოს შეცვლა სურს.

2007 და 2008 წლებში, კახა კალაძის ხელშეწყობით, პერტია "მილანში" სტაჟირებაზე იმყოფებოდა, 2009 წელს კი ლატვის საუკეთესო ახალგაზრდა მწვრთნელად დაასახელეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა