"მარკას" ინფორმაციით, მოდრიჩის ტრანსფერი ჩრდილოლონდონური კლუბის გამო გაჭიანურდება

"მარკას" ინფორმაციით, როგორც ჩანს, ლუკა მოდრიჩის ტრანსფერი ჩრდილოლონდონური კლუბის გამო გაჭიანურდება.

"ტოტენჰემს" შარშანაც შეეძლო ხორვატის გაყიდვა, მაგრამ 26 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო იუარა.

წლეულს პრინციპულად განსხვავებული სიტუაციაა - თუკი შარშან "ტოტენჰემის" ხელმძღვანელობა ბევრს ეცადა, რომ ფეხბურთელი დარჩენაში დაერწმუნებინა და ყველა წინადადება უკუაგდო, წლეულს ინგლისელები მზად არიან, გაყიდონ მოდრიჩი - ოღონდ, რაც შეიძლება, ძვირ ფასად.

ამასთან, მათ არსად ეჩქარებათ, სატრანსფერო სარკმლის დახურვამდე თვენახევარი რჩება და "ტოტენჰემი" მხოლოდ "რეალის" წინადადებას არ განიხილავს, სხვებისასაც ელის (მაგალითად, "პარი სენ ჟერმენს").

როგორც "მარკამ" ინგლისური კლუბის ბანაკიდან შეიტყო - თუკი "რეალი" 35 მილიონ ფუნტ სტერლინგს გადაიხდის, ხვალვე შეუძლია მოდრიჩი მადრიდში წაიყვანოს. სხვათა შორის, იმავე "მარკას" წყარო ამტკიცებს, რომ ჟოზე მოურინიო მოდრიჩს ხშირად ელაპარაკება მომავალ ტრანსფერზე.

სხვათა შორის, იტალიურ პრესას თუ ვენდობით, მოდრიჩს მადრიდში "ინტერის" ბრაზილიელი მცველი მაიკონი ჩაასწრებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა