თუ ყველაფერი კარგად დამთავრდა, "მგლები" 29 წლის მცველს 4-წლიან კონტრაქტს გაუფორმებენ
18 ივლისს გადაწყდა, რომ "ვერდერის" ბრაზილიელმა მცველმა ნალდომ კარიერა "ვოლფსბურგში" უნდა გააგრძელოს - მხარეები ყველაფერზე შეთანხმდნენ და "ვოლფების" მთავარი მწვრთნელი ფელიქს მაგათი გახარებული იყო, ძალიან მაგარ მცველს ვყიდულობთო, მაგრამ თითქმის განხორციელებულ ტრანსფერს ახლა ჩაშლის საფრთხე ემუქრება.

18 ივლისს ნალდომ "ვოლფსბურგში" სამედიცინო შემოწმება წარმატებით ვერ გაიარა, რის გამოც მისთვის დამატებითი გამოკვლევების ჩატარება გახდა აუცილებელი.

"ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ნალდო ვოლფსბურგელი გახდეს, მაგრამ ფეხბურთელის, მით უმეტეს, ძვირად ღირებული ფეხბურთელის ჯანმრთელობის საკითხი უაღრესად მნიშვნელოვანია.

მუშაობას ვაგრძელებთ, ფეხბურთელს გამოკვლევები უტარდება და ვიმედოვნებ, რომ სერიოზული არაფერი აღმოაჩნდება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ჩვენ მცირე რისკზეც კი ვერ წავალთ," - უთხრა მაგათმა 18 ივლისს, საღამოს ჩვენს გერმანელ კოლეგებს.

მომხდარზე კომენტარი "ვერდერის" სპორტულმა დირექტორმა კლაუს ალოფსმაც გააკეთა:

"მე ეს არ მიკვირს, რადგან ნალდოს სერიოზული ტრავმები აქვს გადატანილი და ისიც კარგად მესმის, რომ ვოლფსბურგელები მაქსიმალურად ფრთხილობენ. იმედია, მალე ყველაფერი გაირკვევა".

ვოლფსბურგელებს ნალდოს ოფიციალური პრეზენტაცია 18 ივლისს ჰქონდათ დაგეგმილი, რაც, რა თქმა უნდა, ჩაიშალა. თუ ყველაფერი კარგად დამთავრდა, "მგლები" 29 წლის მცველს 4-წლიან კონტრაქტს გაუფორმებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა