მაიკლ გარსიას ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ფიფას მოქმედი პრეზიდენტის, ზეპ ბლატერის საქმიანობის შესწავლა იქნება
"ასოშიეიტედ პრესის" ცნობით, ფიფას მიერ სამხრეთი ნიუ იორკის ყოფილი გენერალური პროკურორი (1998-2006 წლებში) მაიკლ გარსია მსოფლიო ფეხბურთში კორუფციული სკანდალების გამოსაძიებლად მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელად დაინიშნა.

მისი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი იქნება ფიფას მოქმედი პრეზიდენტის, ზეპ ბლატერის საქმიანობის შესწავლა და 2018 და 2022 წლების მსოფლიოს ჩემპიონატების მასპინძლობის უფლების გაცემის სამართლებრივი მხარეების გამოძიება.

2010 წლის 2 დეკემბერს მიღებულმა გადაწყვეტილებამ განსაკუთრებული ხმაური გამოიწვია. მიზეზი კი ის გახდა, რომ ჯერ კიდევ კენჭისყრის ჩატარებამდე ბრიტანულმა გაზეთებმა მხოლოდ მათთვის ცნობილი მეთოდებით ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრებს პროვოცირება გაუკეთეს, რომელთაც "არაფორმალურ გარემოში" აღიარეს, რომ მზად არიან, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ ჩემპიონატის მასპინძლობის ამა თუ იმ კანდიდატს დაუჭირონ მხარი.

ამ ყოველივეს შემდეგ რუსეთისა და ყატარის კანდიდატურების გამარჯვებამ მსოფლიო საფეხბურთო საზოგადოებაში სერიოზული შოკი გამოიწვია. პრესა აღმასკომის წევრებს პირდაპირ ადანაშაულებდა კორუფციულ გარიგებაში. ამან ის გამოიწვია, რომ რამდენიმე წევრმა ვერ გაუძლო საზოგადოებრივ ზეწოლას და პოსტი დატოვა.

2011 წლის ივნისში გადაწყდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნებს ამიერიდან ფიფას კონგრესი აირჩევდა, სადაც ორგანიზაციის წევრი 208 ქვეყნის წარმომადგენელი შედის და არა აღმასკომი, სადაც სულ 24 ადამიანია გაწევრიანებული.

დამოუკიდებელი გამოძიების დაწყების ინიციატივით ფიფას ანტიკორუფციული საქმეების მრჩეველი მარკ პიტი გამოვიდა.

მისი თქმით, რაკი დოკუმენტები ორი მუნდიალის მასპინძლის არჩევის საქმეში საზოგადოების სერიოზულ ეჭვს იწვევს, მაიკლ გარსიას უნდა მიეცეს საშუალება, რომ ნებისმიერ მათგანზე ჰქონდეს დაშვება და თანაც, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.

ამასთან, ბლატერმა აღიარა, რომ მისი ორგანიზაციის მხრიდან ერთდროულად ორი მასპინძლის არჩევა "სერიოზული შეცდომა" იყო, მაგრამ იქვე დაამატა, რომ არავითარ კორუფციულ გარიგებას ამ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

"შევცდით, ვაღიარებთ, მაგრამ არ შეიძლება, მთელი ცხოვრება სინანულით ვიცხოვროთ, რადგან უკან დაბრუნება და საკითხის სხვანაირად გადაწყვეტა უკვე შეუძლებელია. ვალდებულნი ვართ, რომ მომავალს ოპტიმისტურად ვუყუროთ. ნამდვილად შემიძლია საზოგადოებას ფიფასადმი ნდობა დავუბრუნო," – განაცხადა ზეპ ბლატერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა