მოჭიდავეების კვალდაკვალ, მოსკოვში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე კრახი განიცადა საქართველოს მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა ნაკრებმა...

მოჭიდავეების კვალდაკვალ, მოსკოვში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე კრახი განიცადა საქართველოს მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა ნაკრებმა. ერთეულთა თანრიგში ჩვენი ქვეყანა რატომღაც მხოლოდ ერთმა სპორტსმენმა, გაქართველებულმა ბულგარელმა ფილიპა სიმეონოვამ წარმოადგინა, რომელმაც მრავალჭიდში 48-ე ადგილი დაიკავა - 71,850 ქულა. რუსმა მსოფლიოს ჩემპიონმა ევგენია კანაევამ კი მრავალჭიდში 86,475 ქულა მიიღო.

წარუმატებლად იასპარეზა ქართულმა გუნდმა ჯგუფურ ვარჯიშშიც (მწვრთნელი -თინათინ ნადირაშვილი). ჩვენი ტანმოვარჯიშეები (თეონა ხელაია, ქეთევან ასიტაშვილი, ირინე ხოფერია, რომინა ბოჟილოვა, მარტინა გროზევა) 29 გუნდს შორის 25-ე ადგილს დასჯერდნენ - 43,150 ქულა. შედეგად, საქართველოს ნაკრები, რომელშიც ასევე ორი ნატურალიზებული ბულგარელი ირიცხება, გაისად მონპელიეში გასამართ ოლიმპიადის სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ მოხვდა.

ახალი დებულების თანახმად, ლიცენზიისთვის მონპელიეში, მოსკოვში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის 24 საუკეთესო გუნდი იბრძოლებს. იქ კი ლიცენზიას ექვსი საუკეთესო ნაკრები მიიღებს. დარჩენლი ოთხი ლიცენზია კი 2012 წლის იანვარში გათამაშდება.

გართულებულია ლიცენზიის მიღების პროცესი ერთეულთა თანრიგშიც. მონპელიეში 15 ლიცენზია გათამაშდება. დარჩენილ ხუთ ლიცენზიას ტანმოვარჯიშეები აქაც 2012 წლის იანვარში გაითამაშებენ.

საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ საქართველო მხატვრულ ტანვარჯიშში ზედიზედ მესამე ოლიმპიადას გამოტოვებს. სპორტის ამ სახეობაში შექმნილი ვითარება საჭიდაო სახეობებზე არანაკლებ საგანგაშოა და ერთ დროს მსოფლიოს ავანგარდში მყოფი ქართული სატანვარჯიშო სკოლა, ამჟამად მაჩანჩალებს შორისაა.

ტანმოვარჯიშე დაჩი დოლიძე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფინალშია
დაჩი დოლიძემ ლუქსემბურგში გამართულ ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
რუსეთში ყველაფერი მოსულა, პრეზიდენტმა ოლიმპიური ჩემპიონი ისევ დააორსულა
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის