ღონისძიება უიმბლდონის კლუბის ტერიტორიაზე ჩატარდება
"ლონდონის ოლიმპიადის საჩოგბურთო ტურნირის წილისყრა 26 ივლისს გაიმართება", - წერს ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი.

ღონისძიება უიმბლდონის კლუბის ტერიტორიაზე ჩატარდება. ჩოგბურთელთა განთესვა ATP-სა და WTA-ს რეიტინგის (23 ივლისის მდგომარეობით) მიხედვით მოხდება.

იმ შემთხვევაში, თუ ორი მოთამაშე ან ორი დუეტი ერთ ქვეყანას წარმოადგენს, ისინი სატურნირო ბადის სხვადასხვა მხარეს მოხვდებიან.

თუ ერთი ქვეყნის გუნდში სამი ან მეტი ჩოგბურთელი იქნება, მათ ბადის სხვადასხვა ოთხეულში გაანაწილებენ. ლონდონში საჩოგბურთო ტურნირი 28 ივლისს დაიწყება და 5 აგვისტოს დასრულდება. მასში მონაწილეობას მიიღებს 45 ქვეყნის 64 ჩოგბურთელი. წყვილთა თანრიგში 32 დუეტი იქნება წარმოდგენილი.

ამასობაში საბოლოოდ გაირკვა, რომ ოლიმპიადაზე ვერ ითამაშებს გერმანული ჩოგბურთის ერთ-ერთი ლიდერი ანდრეა პეტკოვიჩი. ამის შესახებ მსოფლიოს მე-18 ნომერმა თავის "ტვიტერზე" დაწერა.

"ჩემდა სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ ოლიმპიადაზე ვერ ვითამაშებ. ჯერჯერობით მზად არ ვარ კორტზე დასაბრუნებლად", - დაწერა პეტკოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ანდრეამ ამ სეზონის დიდი ნაწილი ფეხის ტრავმის გამო გამოტოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა