ქუთაისის სპორტის სასახლეში გამართულ დავით ციმაკურიძის სახელობის ტრადიციულ ტურნირს ქართულ ჭიდაობაში დიდი ხმაური და ემოციები ახლდა...
ქუთაისის სპორტის სასახლეში გამართულ დავით ციმაკურიძის სახელობის ტრადიციულ ტურნირს ქართულ ჭიდაობაში დიდი ხმაური და ემოციები ახლდა. ქალაქის მერიის ახალგაზრდობისა და სპორტის სამსახურმა, რომელიც საქარტველოს ეროვნულ სახეობათა ფედერაციასთან ერთად ამ ტურნირის ორგანიზატორი იყო, თასებისა და მედლების გარდა პრიზიორებისთვის ფულადი ჯილდოებიც დააწესა, რამაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მონაწილეთა მოზღვავება გამოიწვია. შესაბამისად, ტურნირი, რომელიც საღამოს 6 საათისთვის უნდა დასრულებულიყო, გვიანობამდე გაგრძელდა. თუმცა ამის მიზეზი მხოლოდ სპორტსმენთა სიმრავლე არ გახლდათ. რამდენიმე ორთაბრძოლისას მწვრთნელებმა და ფალავნებმა მსაჯების გადაწყვეტილება გააპროტესტეს და საქმის გარჩევებმა დიდი დრო წაიღო. ასეთი შემთხვევა პირველად 60 კგ-ში ლომიძე - ნასყიდაშვილის ჭიდაობისას მოხდა, ლომიძე მსაჯებს ორ ქულას ედავებოდა და მან სიმართლის დასადასტურებლად ვიდეოფირიც წარადგინა. ნახევარსაათიანი გარჩევის შემდეგ ეს ორთაბრძოლა გაგრძელდა და საბოლოოდ ლომიძის გამარჯვებით დასრულდა. დაახლოებით ასეთივე პრობლემები შეექმნა ამ წონით კატეგორიაში გამარჯვებულ ვაჟა მარგველაშვილსაც, თუმცა სიმართლე მანაც გაიტანა და საბოლოოდ ოქროს მედალიც მოიპოვა. სხვა წონით კატეგორიებში შეჯიბრება ჩვეულებრივ, აყალმაყალის გარეშე წარიმართა. 65კგ-ში ქუთაისელი ზურაბ შარვაშიძის სახით თავიდანვე გამოიკვეთა ფავორიტი. მან ყველა ორთაბრძოლა მაღალ დონეზე ჩაატარა და ოქროს მედალი დაისაკუთრა. 72-კგ წონით კატეგორიაში გორელებმა "არავინ გაახარეს" და სამივე საპრიზო ადგილი მათ მიისაკუთრეს. ოქროს მფლობელი ანზორ ხმიადაშვილი გახდა, მეორე-მესამე ადგილებზე კი ბიბილაშვილი და ბერუაშვილი გავიდნენ. 80კგ-ში ფავორიტად გორელი ზვიად ბაზანდარაშვილი მიიჩნეოდა, რომელმაც წინა დღეს `დუშეთობაზე" ქვემო ქართლის გუნდში იჭიდავა და გუნდური მეორე ადგილი დაიკავა. ბაზანდარაშვილი ამჯერადაც გავიდა ფინალში, თუმცა იქ ქუთაისელი ნიკა არჩვაძის წინააღმდეგობა ვერ დაძლია. 90 კგ-ში `დუშეთობის" კიდევ ერთი მონაწილე, პაატა ღვინიაშვილი გამოდიოდა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. პირველი ადგილი კი შესანიშნავ ფორმაში მყოფმა ქუთაისელმა ლაშა გურულმა დაიკავა. სამაგიეროდ, ღვინიაშვილი აბსოლიტურის წონის გამარჯვებული გახდა, თუმცა ამაში იღბალმაც შეუწყო ხელი. აქ, ცოტა არ იყოს, კურიოზული სიტუაცია შეიქმნა - ლაშა გურული ფინალში კი გავიდა, მაგრამ ტრავმა მიიღო და მეორე ნახევარფინალის დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ იგი ფინალში ჭიდაობას ვეღარ შეძლებდა. ამგვარად, ჩემპიონის ბედი მეორე წყვილში გადაწყდა, სადაც გამარჯვება პაატა ღვინიაშვილმა მოიპოვა და დავით ციმაკურიძის სახელობის პრიზს დაეუფლა, გოჩა ლომთაძე კი მესამე ადგილს დასჯერდა.

გამარჯვებულები და პრიზიორები თასებით, მედლებითა და ფულადი პრიზებით დაასაჩუქრეს.

60კგ: 1. ვაჟა მარგველაშვილი(გორი), 2. ომარ ლომიძე (ხაშური),

3. თემურ ნასყიდაშვილი (ზესტაფონი); 65კგ: 1. ზურაბ შარვაშიძე,

2. სოსო ჭოლაძე (ორივე _ ქუთაისი), 3. სოსო ქოქაშვილი (გორი);

72კგ: 1. ანზორ ხმიადაშვილი, 2. ანრი ბიბილაშვილი, 3. ანდრო ბერუასვილი (სამივე _ გორი); 80კგ: 1. ნიკა არჩვაძე (ქუთაისი), 2. ზვიად ბაზანდარაშვილი (გორი), 3. გურამ წულუკიძე (ქუთაისი); 90კგ:

1. ლაშა გურული, 2. დავით სებისკვერაძე (ორივე _ ქუთაისი), 3. პაატა ღვინიაშვილი (გორი); აბსოლუტური: 1. პაატა ღვინიაშვილი (გორი), 2. ლაშა გურული, 3. გოჩა ლომთაძე (ორივე _ ქუთაისი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

gio
გაუმარჯოს ქართულ ჭიდაობას, დუშეთის ვიდეობი შეგიძლიათ აქ ნახოთ ჩემი გადაღებულია www.youtube.com/user/GeoWrestling
dachi
ბარაქალა გორელ ფალავნებს! საერთოდ ეს ხალხი ჩემი აზრით დესანტივით არიან, თუ გაიგეს, რომ სადმე ქართული ჭიდაობის ტურნირი იმაღტება, შეკრიბებიან, ჩავლენ ადგილზე, მოაგრვებენ გასათამაშებელი მედლების უმრავლესბას და მიდან შინ ხელხვავიანად!
tbiliseli
გორელები კარგი ფალავნები არიან,საერთოდ ქართლი და კახეთი ფალავნებით გამოირჩევა,დასავლეთი ფეხბურთში არიან მაგრები. ძალიან მიხარია ქართული ჭიდაობის ტურნირები ,რომ მომრავლდა,მე პირადა ძიუდოზე და ყველა სხვა ჭიდაობაზე უფრო სანახაობრივად მიმაჩნია ქართული ჭიდაობა.კარგი იქნება თუ თბილისში ჩატარდება ხოლმე,დიდი სურვილი მაქვს ვიარო და დავესწრო.
2024 წლის 11 სექტემბერს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში გაიმართა შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.
ასე აღნიშნა ლაშა ბექაურმა ტატო გრიგალაშვილის მსოფლიო ჩემპიონობა [VIDEO]
"ტოჩი" მეტოქეს სახეზე შეეხო და დოჰიოდან გაიყვანა [VIDEO]
ფუტსალი | საქართველო 2:2 ყირგიზეთი
პსჟ პაჩოს კონტრაქტს გაუგრძელებს
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა
აბუაშვილის და წიტაიშვილის "მეცმა" მორიგი მარცხი განიცადა
[VIDEO] გამორჩეული დაპირისპირება მოულოდნელი გმირით - მამარდაშვილის "ლივერპული" სახლში "მანჩესტერ იუნაიტედთან" დამარცხდა
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კიტეიშვილის გამარჯვების გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმმა" 4:3 მოიგო
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე
"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი
"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა
"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?
[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა
[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"
[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე