ევროპალიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი. პირველი მატჩი
19 ივლისს, ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, გორის "დილა" დანიაში "ორჰუსს" შეხვდება. გუნდი 17 ივლისს ჰამბურგიდან გაემგზავრა ქ. ორჰუსში, სადაც დაბინავდა სასტუმრო "სკანდიც პლაზაში".

ფეხბურთელებში კარგი განწყობაა, ყველა მწყობრშია და მოუთმენლად ელის მომავალი შეხვედრის დაწყებას.

გულშემატკივარს მატჩის ვიდეოტრანსლაციის ხილვა გორის "დილას" ოფიციალურ საიტზე მითითებული ლინკის საშუალებით შეეძლება, რომელიც თამაშის წინ გამოქვეყნდება.

ევროპალიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი. პირველი მატჩი

19.07. ორჰუსი. NRG პარკი. 21:00

ორჰუსი(დანია)-დილა(საქართველო)

მატჩის წინა დღეს დანიაში "დილას" მთავარ მწვრთნელ თემურ შალამბერიძეს დავუკავშირდით და მატჩისწინა სამზადისზე ველაპარაკეთ.

- როგორი განწყობით ხვდები მატჩს?

- მეც და მთელი გუნდიც კარგ განწყობაზე ვართ და თამაშს იმედიანად ველოდებით.

- მატჩისწინა ვარჯიშმა როგორ ჩაიარა?

- მშვენივრად. "ორჰუსს" პატარა და ძალიან კარგი სტადიონი აქვს, სადაც დღეს საღამოს ვივარჯიშეთ და მოედანიც ძალიან მოგვეწონა. ეგაა, წვიმს და ცივა, მაგრამ ზაფხულში ასეთ ამინდში თამაში ურიგო არ იქნება.

- ყველა მოთამაშე ჯანმრთელად არის?

- დიახ, ყველა მწყობრშია და ოპტიმალური შემადგენლობით ვითამაშებთ.

- სხირტლაძე ამბობს, რომ დანიელებს "დილას" თამაში არ უნახავთ და ეს გორელთა უპირატესობა არისო...

- "ორჰუსის" ერთ-ერთმა წარმომადგენელმა კი გვითხრა, რომ თქვენი თამაშები ვნახეთ და გუნდი მოგვეწონაო. ამასაც არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, ღირსეულად ვითამაშოთ და საქართველო არ შევარცხვინოთ.

თემურ შალამბერიძე: ორჰუსთან ოპტიმალური შემადგენლობით ვითამაშებთ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გულვერდ თომაშვილი: დანიურ "ორჰუსთან" მოგებისთვის ვიბრძოლებთ

დავით სხირტლაძე: დანიურ მატჩში უპირატესობა "ორჰუსს" ექნება

გელა
რა ხდება ამ თამაშზე? აბა, სად არის ლინკი?
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა