27 წლის ნახევარმცველი ნუგზარ კვირტია, რომელმაც ბაქოს აზალ-ი მწვრთნელთან კონფლიქტის გამო დატოვა, ქუთაისში ვარჯიშობს
ნუგზარ კვირტია ქუთაისის "ტორპედოში" ვარჯიშობს და მისი საკითხი მალე გადაწყდება.

ქართველი გულშემატკივრისთვის ნაკლებად ცნობილ ამ ფეხბურთელს ერთ-ერთმა აზერბაიჯანული გაზეთმა მათ ლიგაში მოთამაშე ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ქართველი უწოდა.

იყო ალბათობა, კვირტია კახა ცხადაძის ბაქოს "ინტერში" გადასულიყო. 27 წლის ნახევარმცველი ბოლოს ბაქოს აზალ-ში თამაშობდა, მაგრამ სეზონის დასრულების შემდეგ მთავარ მწვრთნელთან, ვაგიფ სადიგოვთან კონფლიქტის გამო კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა. მაშინ იყო ცნობა, რომ კვირტიას ცხადაძე იწვევდა.

ქართველი ნახევარმცველით "რავანიც" დაინტერესდა, მაგრამ კვირტია ზაქათალას "სიმურგის" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჩიხრაძემ მიიწვია და ეს ტრანსფერი გადაწყვეტილი გვეგონა - აზერბაიჯანული გამოცემა "ექსტრატაიმის" ცნობით, ტრანსფერი ოფიციალურად უნდა დადასტურებულიყო, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა და კვირტია სამშობლოში დაბრუნდა.

წალენჯიხელი კვირტია რუსეთში გაიზარდა და მოსკოვის საფეხბურთო სკოლაში ვარჯიშობდა. საქართველოში 14 წლისა დაბრუნდა, 1999-2000 წლებში თბილისის "დინამოს" დუბლებში თამაშობდა. 2001 წელს კი რუსულ "ხიმკიში" ჩაირიცხა. მერე იყო კრასნოგორსკის "ზორკი" (2004–06), "რიაზანი" (2007), "ზელენოგრადი" (2008) და "ზნამია ტრუდა" (2009). აზალ-ში კი 2009 წლის შემოდგომაზე გადავიდა.

კვირტიას დავუკავშირდით და მცირე ინტერვიუ ჩამოვართვით.

- "ტორპედოში" ჩემი ჩარიცხვა გადაწყვეტილი არ არის. ჯერ მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ გუნდში ვვარჯიშობ, ესაა და ეს. აზალ-იდან წამოსვლის შემდეგ არც მივარჯიშია და ცხადია, მწვრთნელს ჩემი მდგომარეობა აინტერესებს.

- აბა, აზერბაიჯანში "ინტერი", "რავანი" და "სიმურგი" იწვევდნენო?

- ლაპარაკი იყო, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ლაპარაკადვე დარჩა.

- აზერბაიჯანელები შენს თამაშს დადებითად აფასებდნენ და უგუნდოდ როგორ დარჩი?

- აზერბაიჯანში ლეგიონერებზე მკაცრი ლიმიტი დააწესეს და დიდი გადასახადებია, რომლისგანაც მხოლოდ ნაკრების წევრი მოთამაშეები თავისუფლდებიან და კლუბები ასეთ მოთამაშეებს ეძებენ. მე კი ნაკრებში არ მითამაშია და პრობლემა ამის გამო შემექმნა.

- "ნეფთჩისა" და "ზესტაფონის" შეხვედრაზე რას იტყოდი, ნუთუ აზერბაიჯანისა და საქართველოს ჩემპიონატებს შორის ასეთი კატასტროფული სხვაობაა?

- აზერბაიჯანელებს უფრო დიდი ანგარიშითაც რომ მოეგოთ, ვერავინ დამარწმუნებს, რომ ჩვენ და მათ ჩემპიონს შორის დიდი სხვაობაა.

დამრჩა შთაბეჭდილება, რომ "ზესტაფონმა" საკუთარი შესაძლებლობები ვერ გამოავლინა.

იმედი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, რომ განმეორებით მატჩს "ზესტაფონი" უკეთ ითამაშებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ვინ არის "ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ქართველი" ნუგზარ კვირტია?

ყაზახებთან მარცხის შემდეგ ქუთაისის "ტორპედოდან" კაპიტანი გაუშვეს

ქუთაისის "ტორპედოს" ახალი სისხლი სჭირდება - სამიზნე ავთანდილ ბრაჭულია

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა