სამხრეთ აფრიკამ ლონდონის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე თავისი გუნდის მედროშედ სკანდალურად ცნობილი მორბენალი ქალი - კასტერ სემენია აირჩია
სამხრეთ აფრიკის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ლონდონის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე თავისი გუნდის მედროშედ სკანდალურად ცნობილი მორბენალი ქალი - კასტერ სემენია აირჩია.

კომიტეტის თავმჯდომარემ გიდეონ სემმა განაცხადა, რომ სემენია სამხრეთ აფრიკაში ნებისმიერი სპორტსმენისა და ქალისთვის მისაბაძია. ის გაუმკლავდა ყველა პრობლემას და მისი მაგალითი სტიმულს აძლევს ოლიმპიური ნაკრების ყველა წევრს.

სემენიამ, რომელიც 800 მეტრზე სირბილში გამოდის, ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლება 2012 წლის აპრილში მოიპოვა, როცა ყველა ეროვნული და საერთაშორისო ნორმატივი შეასრულა.

კასტერი 2009 წელს, გენდერული სკანდალის შედეგად გახდა საყოველთაოდ ცნობილი. იმ წელს, ბერლინში მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების შემდეგ, მძლეოსანს იმის დამტკიცება მოუწია, რომ ის მდედრობითი სქესისაა.

საქმის გარჩევის პროცესში ის დისკვალიფიცირებული იყო და დიდ სპორტში 2010 წლის ივლისში დაბრუნდა.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ტესტმა დაამტკიცა - სემენია ქალი გახლავთ. დაბრუნების შემდეგ სამხრეთაფრიკელი მორბენალი მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

სხვათა შორის, სემენია პირველი ქალი მედროშეა სამხრეთ აფრიკის ოლიმპიური ნაკრების ისტორიაში.

ჯონსონი პისტორიუსის წინააღმდეგ

ლეგენდარულმა ამერიკელმა მძლეოსანმა მაიკლ ჯონსონმა განაცხადა, რომ სამხრეთაფრიკელმა ამპუტანტმა მორბენალმა ოსკარ პისტორიუსმა არ უნდა მიიღოს მონაწილეობა ჩვეულებრივი სპორტსმენების ტურნირებში.

"მე კარგად ვიცნობ ოსკარს და მან იცის ჩემი პოზიციის შესახებ, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ზუსტად არ ვიცით, იღებს თუ არა ის თავისი პროთეზების წყალობით უპირატესობას. ამიტომაც მისი მხრიდან არასამართლიანია ჩვეულებრივ ტურნირებში მონაწილეობა.

ბევრ ადამიანს უჭირს ჩემი პოზიციის გაგება, რადგან ჩვენ ვლაპარაკობთ შეზღუდული შესაძლებლობების სპორტსმენზე. მე მას ჩემს მეგობრად მივიჩნევ, მაგრამ წინააღმდეგი ვარ მისი ასპარეზობის. თუმცა საქმე არა პირადად მასში, არამედ წესებშია", - აღნიშნა ჯონსონმა.

შეგახსენებთ, რომ პისტორიუსი ოლიმპიადაზე 4x400 მეტრზე ესტაფეტაში მიიღებს მონაწილეობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა