"პარი სენ-ჟერმენმა" "პესკარადან" შეძენილი მარკო ვერატის პრეზენტაცია 19 ივლისს მოაწყო
"პარი სენ-ჟერმენმა" "პესკარადან" შეძენილი მარკო ვერატის პრეზენტაცია 19 ივლისს მოაწყო.

19 წლის ნახევარმცველმა დრო ჟურნალისტებთან ურთიერთობისთვისაც გამონახა და მათ შეკითხვებს გულწრფელი პასუხები გასცა.

- პსჟ ერთადერთი კლუბი იყო, რომელიც ჩემით რეალურად იყო დაინტერესებული. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მისი წარმომადგენლები ძალიან მონდომებულები ჩანდნენ. როცა ეს დავაფიქსირე, აგენტს ვუთხარი, რომ სწორედ პსჟ-ს განვიხილავდი ფავორიტად.

ჩემთვის ისიც მნიშვნელოვანია, რომ იტალიურებისგან განსხვავებით, უცხოური კლუბები ახალგაზრდა ფეხბურთელებს უფრო მეტად ენდობიან. საბოლოოდ წამითაც არ დავეჭვებულვარ, უნდა მიმეღო თუ არა კარლო ანჩელოტის შემოთავაზება.

ამაყი ვარ, რომ ამხელა ტრადიციების კლუბის წევრი გავხდი. ბევრი ისეთი თანაგუნდელი მყავს, რომელთაც უკვე ძალიან ბევრს მიაღწიეს და იმისთვის, რომ მათ გვერდით თამაშის უფლება მოვიპოვო, ჩემი საუკეთესო თვისებები უნდა ვაჩვენო.

მოუთმენლად ველოდები, როდის მომეცემა ამის შანსი. პირობას გაძლევთ, რომ როცა მინდორზე გავალ, ბოლომდე ვიბრძოლებ.

ნამდვილად მაქვს უფლება, საკუთარი თავით ვიამაყო, რადგან ჩემს ასაკში ისეთი ფეხბურთელების თანაგუნდელი გავხდი, როგორებიც არიან იბრაჰიმოვიჩი, ლავეცი, პასტორე, სილვა და სხვები. მსგავსი შანსი ნამდვილად ცოტას თუ მიეცემა ცხოვრებაში.

ვალდებულად ვგრძნობ თავს, რომ იმედები, რასაც მწვრთნელთა შტაბი მიკავშირებს, ბოლომდე გავამართლო.

პსჟ-ს ნამდვილად შეუძლია, რომ მიმდინარე სეზონის აღმოჩენად იქცეს. ჩვენი პროგრამა მინიმუმი ლიგა 1-ის მოგებაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა