ევროპალიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი. პირველი მატჩი
გორის "დილამ", რომელიც ევროთასებზე გაშინაურებული არასოდეს ყოფილა, "ორჰუსი" მისსავე არენაზე დაამარცხა და წლევანდელ სეზონში დამწუხრებულ ქართველ გულშემატკივარს ხასიათი გამოუკეთა - გორელებმა წლეულს ევროთასებზე ჩვენი ყველაზე სოლიდური მეტოქე დაამარცხეს.

გადავხედოთ მათ შემადგენლობას: 36 წლის ცენტრალური ნახევარმცველი მარტინ იორგენსენი დანიის ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე იყო, უთამაშია იტალიურ "უდინეზესა" და "ფიორენტინაში" და ამ გუნდის ფანების ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშე და გუნდის ვიცე-კაპიტანი გახლდათ. დანიის ნაკრებში ჩატარებულ 102 შეხვედრაში 12 ბურთი გაიტანა. უთამაშია 1998 და 2002 წლების მსოფლიოს ჩემპიონატებზე. საფრანგეთში გამართულ მუნდიალზე ბრაზილიის ნაკრებთან წაგებულ მატჩში (2:3) გოლიც გაიტანა.

დანიის ნაკრების ფორმა მოურგია სორენ ბერგს (2 მატჩი), ჰიალტე ნორეგაარდს (4); დანიის ახალგაზრდული ნაკრების წევრია ნახევარმცველი კასპერ სლოტი, "ბოხუმსა" და "ბრონდბიუში" უთამაშია 36 წლის გამოცდილ პეტერ გრაულუნდს, ისლანდიის ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელია არონ იოჰანსონი.

"ენერჯი პარკზე" შეკრებილი მაყურებლის გასახარად, მასპინძლები მე-3 წუთზე დაწინაურდნენ: კუთხურიდან ნორეგაარდის მიერ ჩამოწოდებული ბურთი კარში ანდრეს კურე-ვიდშერმა გააგზავნა.

საქართველოს თასის მფლობელი არ გატყდა და მასპინძლებს შეუტია: მე-11 წუთზე ანგარიშის გათანაბრება შეეძლო მათე ვაწაძეს, რომელმაც 34-ე წუთზე საჯარიმოს გათამაშების შემდეგ მიზანს მაინც მიაღწია.

გატანა შეეძლო კახა ალადაშვილსაც. ტაიმის მიწურულს კი სტეფან რასმუსენმა "ორჰუსი" სანდრო გურულის დარტყმის შემდეგ გადაარჩინა.

მეორე ტაიმში "ორჰუსის" მთავარმა მწვრთნელმა პეტერ სორენსენმა შეტევის გასაძლიერებლად მოედანზე ქართველი ლეგიონერები, დავით დევდარიანი და დავით სხირტლაძე შეუშვა. მასპინძლებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს: 55-ე წუთზე კონტრშეტევის დაგვირგვინებას ოსამა ახარაზი ცდილობდა, 68-ე წუთზე კი სტეფან პეტერსენი, მაგრამ გორელთა მეკარე მარინ სკენდერმა ორივეჯერ იყოჩაღა.

თემურ შალამბერიძის გაწვრთნილები მაინც უკეთ გამოიყურებოდნენ: "ორჰუსის" მეკარემ მაღალი კლასი გამოავლინა 54-ე წუთზე გოგიტა გოგუას, 64-ე წუთზე კი ვაწაძის დარტყმების შემდეგ.

გორელთა შეტევებმა შედეგი საბოლოოდ მაინც გამოიღო: გამარჯვების გოლის გატანა კახა ალადაშვილმა 84-ე წუთზე სანდრო გურულის ჩაწოდების შემდეგ გაიტანა.

წარმატებით ფრთაშესხმულმა გორელებმა მეტი თავდაჯერებით შეუტიეს და 88-ე წუთზე გატანა უკვე თავად გურულს შეეძლო, მაგრამ რასმუსენმა მასპინძლები კიდევ ერთხელ გადაარჩინა.

სერბი არბიტრის, ბოშკო იოვანეტიჩის საფინალო სასტვენმა "დილას" დამსახურებული და ჩვენთვის ძალიან სასიხარულო გამარჯვება დააფიქსირა - 2:1.

განმეორებითი მატჩი 26 ივლისს თბილისში, "მიხეილ მესხზე" გაიმართება, მაგრამ პირველი მატჩის მოგება ნუ მოგვატყუებს: დანიელებთან ხუმრობა და მოდუნება არ შეიძლება. ასე რომ, "დილასგან" მეორე შეხვედრის მოგებასაც ველით.

ევროპალიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი. პირველი მატჩი

19.07. ორჰუსი. NRGI პარკი. 9000 მაყურებელი

ორჰუსი-დილა 1:2 (იხილეთ ვიდეო) (ფოტორეპორტაჟი)

გოლი: 1:0 კურე (3), 1:1 ვაწაძე (34), 1:2 ალადაშვილი (84).

ორჰუსი: რასმუსენი, ჰალანდი, ეკერსლი, ახარაზი (ბერგი 74), სორინი, პეტერსენი, ნორეგაარდი, იორგენსენი, გრაულუნდი (დევდარიანი 59), იოჰანსონი (სხირტლაძე 74), ვიდკიაერი.

მწვრთნელი: პეტერ სორენსენი.

დილა: სკენდერი, სალუქვაძე, შაშიაშვილი, კვირკველია, თომაშვილი (ონიანი 46), არზიანი, ალადაშვილი, გოგუა, ბეჭვაია (კაშია 53), ვაწაძე (მოდებაძე 82), გურული.

მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე.

გაფრთხილება: ალადაშვილი (5), კვირკველია (62), ვაწაძე (78).

არბიტრი: ბ.იოვანეტიჩი (სერბეთი)

დილამ ორჰუსს დაუღამა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მათე ვაწაძე: გახარებული ვარ, მაგრამ ჯერ არაფერი გადაწყვეტილა

giorgi
დილა!!!!
davit
არ მეგონა ოდესმე გორის დილის იმედზე თუ ვიქნებოდი :დდდდდდდ:D
levani
გოგუას ტავი მარტლა რობენი ხო არ გონია?პასი ასცავლონ....რა ნაკრები
gogi
მერე იტყვიან გოგუას რატომ არ იძახებს ქეცბაიაო...თითოეულ მოძრაობაში ეტყობა ქედმაღლობა...რამდენ საგოლე მომენტში არ გააკეთა საგოლე პასი დააკვირდით რა უბრალოდ....
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა