გარდა ამისა, სპარტაკელთა გუნდს ქართველები დუგლას კავთელაშვილი და მამუკა ლოსაბერიძე ხელმძღვანელობენ
რუსეთის სარაგბო ჩემპიონატში ქართველი ლეგიონერები მუდამ თამაშობდნენ. მეტიც, რუსებს ისე გაუჭირდათ, რომ სამ ქართველ მორაგბეს მოქალაქეობა მიანიჭეს და ეროვნულ ნაკრებში ათამაშებენ. თუმცა ის, რაც რუსეთის ჩემპიონატში მოასპარეზე მოსკოვის "სპარტაკში" ხდება, უპრეცედენტო ამბავია.

სარაგბო კლუბი მოსკოვის "სპარტაკი" რუსეთის რაგბი ლიგის ჩემპიონატში ასპარეზობდა მანამდე, სანამ 2008 წელს მის სათავეში ქართველები დუგლას კავთელაშვილი და მამუკა ლოსაბერიძე არ მოვიდნენ.

კავთელაშვილი წარსულში ცნობილი ქართველი მწვრთნელია, რომელთანაც საბჭოეთის ხანაში ქუთაისის "აიას" წარმატებები უშუალოდაა დაკავშირებული. ლოსაბერიძე კი მისი შეგირდია, რომელიც იმ პერიოდში "აიაში" ასპარეზობდა.

მოსკოვის "სპარტაკის" ქართველმა ხელმძღვანელებმა გუნდი რაგბი ლიგიდან რაგბიში გადაიყვანეს და წლეულს რუსეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში რვა ტურის შემდეგ ორი გამარჯვებით მე-7 ადგილზე არიან.

აღსანიშნავია, რომ სპარტაკელთა რიგებში 12 ქართველი თამაშობს, რომელთაგან შვიდს რუსეთის მოქალაქეობა აქვს მიღებული.

აი, ისინიც: ბექა ადანაია, ზურაბ გოგლიჩაძე, დავით დახუნდარიძე, გოდერძი ჯოგლიძე, თორნიკე ძაგნიძე, ირაკლი კვანტიძე, პავლე კვერნაძე, გიორგი მინაძე, ზურაბ თუთბერიძე, მამუკა ხეჩიკოვი, დავით შარაშენიძე და ზურაბ ერისთავი.

რუსეთის ჩემპიონატი

1. ენისეი - 39 ქულა, 2. კრასნი იარი - 39, 3. ვვა - 34, 4. სლავა - 19, 5. სმენა - 16, 6. ფილი - 12, 7. სპარტაკი - 10, 8. ბულავა - 10, 9. პენზა - 9, 10. აგროუნივერსიტეტი - 9.

ქართული ანკლავი მოსკოვის "სპარტაკში" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zuxusha
ბრაზილიელი ფეხბურთელებიც ხომ მთელს მსოფლიოში არიან მოდებული! კლასი, ბიძია, კლასი!
teo
წარმომიდგენია როგორც კლუბ არმიას აქვს დაფინანსება ესეთი დაფინანსება რომ ქონდეს უმაღლესი ლიგის ყველა გუნდს,რა კარგი თაობა აღიზრდება საქარტველოში.მერე კი მართლა გვექნება პრეტენზია 6 ერს დავემატოთ,ელიტური ნაკრებები დავამარცხოტ
kolxi raindi
ბექა ადანაია მაგარი კაცია ჩემი გუნდელიც იყო
bachana
12 მოთამაშეა მარა თლა მწვრთნელიადან 16 არიან :დ კაპიტანი მამუკა ხეჩიკოვია
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა