ოქსანა კალაშნიკოვა მარტა სიროტკინასთან ერთად წყვილთა შორის ნახევარფინალში გავიდა, იქ კი ლუსიკა კუმკუმისა და ვარაჩაია ვონგტინჩაის დუეტს დანებდა

ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა შვედეთის 220 000-იან ტურნირზე, წყვილთა თანრიგში, რუს ვალერია სოლოვიოვასთან ერთად მხოლოდ პირველი ბარიერი გადალახა.

მართალია, სტარტზე მე-3 ნომრად განთესილ დარია ჯერაკისა (ხორვატია) და კატალინ მარშის (უნგრეთი) დუეტს სძლია, მაგრამ მეოთხედფინალში სანდრა კლემენტცისა (ავსტრია) და ტატიანა მალეკის (გერმანია) წყვილთან სამ სეტში დამარცხდა (3:6, 7:5, 5:10) და შეჯიბრებას გამოეთიშა.

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანის 25 000-იან ტურნირს სამი თბილისელი ჩოგბურთელიდან 19 ივლისამდე მხოლოდ ერთი შემორჩა - ოქსანა კალაშნიკოვა. იგი რუს მარტა სიროტკინასთან ერთად წყვილთა შორის ნახევარფინალში გავიდა, იქ კი ლუსიკა კუმკუმისა და ვარაჩაია ვონგტინჩაის (ტაილანდი) დუეტს დანებდა - 4:6, 6:2, 6:10.

იტალიის ქალაქ მოდენაში ვაჟთა 15-ათასიან საერთაშორისო ტურნირზე 18 წლის ალექსანდრე მეტრეველმა საკვალიფიკაციოში რუმინელ ვასილი ანტონესკუსა (4:6, 6:4, 6:3) და იტალიელ დავიდე მელჩიორეს (7:5, 6:2) სძლია, ძირითადი ბადის სტარტზე კი იოლად აჯობა მასპინძელ ლუკა პანკალდის - 6:0, 6:0. მე-2 წრეში მე-2 ნომრად განთესილ რიკარდო სინიკროპის (იტალია) დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა