რუმინეთის დამარცხების შემდეგ 16-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა
რუმინეთის დამარცხების შემდეგ ბუქარესტში დავუკავშირდით 16-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ გია კაზანჯიანს, რომელსაც ევროპის ჩემპიონატის წარმატებულ სტარტზე ვესაუბრეთ...

- ძალიან ვინერვიულეთ, ხმა აღარ მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო მეოთხედში ვლიდერობდით, მაინც უდიდესი წნეხის ქვეშ ვიყავით.

მასპინძელთა გუნდს ბევრი ქომაგი ჰყავდა, რომლებიც გამაყრუებლად ყვიროდნენ და ასე ცდილობდნენ, ჩვენი შეტევებისთვის ხელი შეეშალათ. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა.

- რის ხარჯზე მოიპოვეთ ეს გამარჯვება?

- ბრძოლის ხარჯზე. ყველა მოთამაშე ბოლომდე დაიხარჯა. მიუხედავად დიდი ტექნიკური წუნისა, ბიჭებს შემართებას და გამარჯვებისკენ სწრაფვას ვერ დავუწუნებ.

იყო პერიოდები, როცა საფრთხის წინაშე დავდექით. ეს იმ ელემენტარული შეცდომების გამო მოხდა, რომლებიც, წესით, არ უნდა მოგვსვლოდა. დასაწყისში საკმაოდ მეტი ბურთი ავაცილეთ ფარქვეშიდან. დაკარგვებიც ბევრი გვქონდა.

- და მაინც, ძირითადად, ჩვენი გუნდი ლიდერობდა...

- ეს პრესინგის და დაცვაში კარგი თამაშის გამო მოხდა. ბიჭები დაცვაში კარგად ირჯებოდნენ, რის გამოც ბევრი ენერგია ეხარჯებოდათ და ხშირად მივმართავდი ცვლილებებს. საბედნიეროდ, ყველა, ვინც მოედანზე გამოვიდა, თამაში არ გააფუჭა.

- ჩვენს გუნდს გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყოლია, ბურთიც ყველა კალათბურთელმა ჩააგდო...

- როგორც გითხარით, ხშირ ცვლილებებს მივმართავდი, რაც პრესინგით იყო გამოწვეული. ასეთ დროს, როცა დაცვაში მჭიდროდ თამაშობ და ბურთს ჭრი, სწრაფი შეტევის შანსი ჩნდება. ამიტომაც, ხან ვინ აღმოჩნდებოდა ხოლმე პირველ შეტევაში, ხან ვინ. ქულებიც მეტ-ნაკლებად ყველაზე გადანაწილდა.

- ჩვენი მეტოქეების თამაში თუ ნახეთ?

- ახლა სწორედ ბოსნიისა და ესტონეთის შეხვედრას ვადევნებთ თვალს. ბოსნია 7 ქულით იგებს და როგორც ვატყობ, უკეთესი გუნდი ჰყავს. არც ესტონეთია სუსტი. ხვალ ბოსნიას ვხვდებით და ახლავე ვიტყვი, რომ რთული თამაში გველის.

- წარმატებული სტარტის შემდეგ ჯგუფიდან გასვლის შანსები გაგვეზარდა...

- ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ეს გამარჯვება ძალიან საჭირო იყო სამომავლოდ. სხვა თუ არაფერი, მასპინძელთა ნაკრებს მოვუგეთ, რომელსაც არც სუსტი შემადგენლობა ჰყავს და მხარდაჭერაც უდიდესი ჰქონდა. ამაზე ბევრად კარგად უნდა ვითამაშოთ, თუ გვინდა, ჯგუფში წარმატებულად გამოვიდეთ.

gbf.ge

ასევე იხილეთ:

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო

წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა