დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული - ამისთვის 24 ათასი ადამიანია მობილიზებული
ლონდონში მცხოვრებმა ებრაელებმა შეშფოთება გამოთქვეს მომავალ ოლიმპიადაზე უსაფრთხოების პრობლემებით. ამის საბაბი გახდა ტერაქტი ბულგარეთის ქალაქ ბურგასში, სადაც ტერორისტის მსხვერპლნი გახდნენ ისრაელის მოქალაქეები.

ბურგასის ტერაქტმა ლონდონში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ოლიმპიურ თამაშებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები ისედაც აღელვებდათ ორგანიზატორებს - კერძო სტრუქტურას, რომელიც პასუხისმგებელია თამაშების მონაწილეთა დაცვაზე, დამატებით 3.5 ათასი სამხედრო შეაშველეს.

გარდა ამისა, 13.5 ათასი ბრიტანელი ჯარისკაცი იმუშავებს ამ მიმართულებით ოლიმპიადის დღეებში.

კონტრაქტი, რომელიც 2012 წლის თამაშების ორგანიზატორებმა დაცვის ფირმა G4S-თან გააფორმეს, მკაცრად გააკრიტიკა ბრიტანეთის ოპოზიციამ. პარლამენტის ერთ-ერთმა დეპუტატმა G4S-ს ოლიმპიადის პირველი ოქროს მფლობელი უწოდა. მას მხედველობაში ჰქონდა ის უდიდესი თანხა, რომელიც ამ კომპანიამ თავისი სამსახურისთვის მიიღო.

G4S-თვის განკუთვნილმა ჰონორარმა 84 მილიონ ფუნტს მიაღწია.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ედ მილიბენდმა მოუწოდა მთავრობას შეამოწმოს G4S-ის მხრიდან კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. გაუგებარია სიტუაცია, რომლის დროსაც ფირმას, რომელიც თამაშების უსაფრთხოებაზე აგებს პასუხს, ასეთი საკადრო დეფიციტი შეექმნა და საჭირო გახდა სამხედროების მიწვევა.

როგორც გაზეთი The Guardian წერს, თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით გამოძიებას აპირებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ლონდონში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული - ამისთვის 24 ათასი ადამიანია მობილიზებული.

როგორც ვთქვით, ყველაზე დიდ შეშფოთებას ლონდონელი ებრაელები გამოთქვამენ, რომელთა რაოდენობა 200 ათასს აღწევს. ოლიმპიური თამაშების დედაქალაქში ორგანიზაციაც კი შეიქმნა სახელწოდებით - "ებრაელთა ოლიმპიური საორგანიზაციო კომიტეტი-2012". ის ბევრ საკითხს კურირებს, მათ შორის სამგლოვიარო ღონისძიებას, რომელიც მიუნხენის ტრაგედიის 40 წლისთავს მიეძღვნება.

მაშინ, 1972 წლის ოლიმპიადაზე ისრაელის ნაკრების 11 სპორტსმენი დაიღუპა. ისინი ოლიმპიურ სოფელში მძევლად აიყვანეს "შავი სექტემბერის" ორგანიზაციის წევრებმა. ამ ინციდენტის შემდეგ, მომავალ ოლიმპიადებზე უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გამკაცრდა, თუმცა ტრაგიკული შემთხვევები მოგვიანებითაც იყო. მაგალითად, 1996 წელს, ატლანტას თამაშების დროს, ოლიმპიური პარკში ბომბი აფეთქდა, რომელმაც რამდენიმე ადამიანი იმსხვერპლა.

შემდეგ სამ ოლიმპიადაზე მოახერხეს ასპროცენტიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. სიდნეიში ტერორისტებისთვის უბრალოდ შეუძლებელი იყო შეღწევა, პეკინში ამაზე ლაპარაკიც არ ყოფილა. ათენის ოლიმპიადის კულუარებში მოისმენდით ლაპარაკს იმის შესახებ, რომ ბერძნებმა, უბრალოდ, ტერორისტთა ლიდერებთან მოლაპარაკება მოახერხეს.

2001 წლის 11 სექტემბერის ტრაგედიის შემდეგ, სოლტ-ლეიკ-სიტის ზამთრის თამაშებზე უმკაცრესი ზომები მიიღეს. ამერიკელი მცველები უცერემონიოდ ამოწმებდნენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრებს - მათ ქამრებს ხსნიდნენ და ბუტერბროდებს პირიდან აცლიდნენ.

ჯერჯერობით არ დგას დღის წესრიგში ისრაელის ნაკრების წევრების განსაკუთრებულად დაცვა ოლიმპიურ სოფელში.

"ჩვენ ვაფასებთ ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის დიდ ფინანსურ დანახარჯებს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, - ამბობს ისრაელის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ეფრაიმ ზინგერი. - ჩვენ ვენდობით ბრიტანელ პროფესიონალებს, რომლებიც კონცენტრირებულნი არიან თავიანთ სამუშაოზე".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა