ლონდონის ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირის მთავარმა ფავორიტმა ევროპაში პირველი საჩვენებელი მატჩი ჩაატარა

ლონდონის ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირის მთავარმა ფავორიტმა - აშშ-ის ნაკრებმა ევროპაში პირველი საჩვენებელი მატჩი ჩაატარა - მანჩესტერში ბრიტანეთის გუნდს შეხვდა.

შეგახსენებთ, რომ ევროპაში გადმობარგებამდე ამერიკა ბრაზილიას დაუპირისპირდა და ძალიან გაუჭირდა მანიანოს გუნდის დამარცხება - მატჩის მსვლელობისას მაიკ კჟიჟევსკის შეგირდებს ათქულიანი ჩამორჩენის გაბათილება მოუწიათ. მაგრამ, ამჯერად, ამერიკელებს ყველაფერი წესრიგში ჰქონდათ და სასტიკი მარცხი აგემეს მასპინძლებს.

ბრიტანეთმა მხოლოდ პირველ მეოთხედში გაუწია წინააღმდეგობა მეტოქეს. კარგა ხანი სხვაობა 3-5 ქულის ფარგლებში მერყეობდა, მაგრამ შემდეგ, თანდათან გამოიკვეთა სტუმრების უპირატესობა.

კარმელო ენტონის მონდომებით, უკვე პირველი 10 წუთის შემდეგ, ამერიკის უპირატესობა სოლიდური იყო - 33:20. ენტონიმ სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო შეხვედრა, მაგრამ 19 ქულით თავისიანებში ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გახდა (დერონ უილიამსთან ერთად).

მეორე მეოთხედში სხვაობა მხოლოდ იზრდებოდა და დიდი შესვენებისთვის ამერიკას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა გამარჯვებულის საკითხი - სტუმრები 18 ქულას იგებდნენ: 55:37.

მართალია, მესამე მეოთხედის დასაწყისში ბრიტანეთმა თავისი ლიდერის - ლუოლ დენგის მონდომებით 14 ქულამდე დაიყვანა სხვაობა, მაგრამ ეს მასპინძლების დროებითი გაბრძოლება იყო. მესამე მეოთხედის ბოლოს უილიამსის ორქულიანისა და ლებრონ ჯეიმსის დანკით 29-ქულიანი უპირატესობა დაფიქსირდა.

ამერიკელები არც მეოთხე მეოთხედში მოეშვნენ. მაიკ კჟიჟევსკიმ სათადარიგო მოთამაშეებს მისცა თავის გამოჩენის საშუალება, მათ შორის, წლევანდელი დრაფტის პირველ ნომერს ანტონიო დევისს. სწორედ სათადარიგოებმა უზრუნველყვეს ამერიკის 40-ქულიანი გამარჯვება - 118:78.

ამერიკის ნაკრები ოლიმპიადამდე კიდევ ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს - არგენტინისა და ესპანეთის წინააღმდეგ.

ბრიტანეთი-აშშ 78:118

20:33, 17:22, 9:20, 32:43

ბ: დენგი (25).

ა: ენტონი (19), უილიამსი (19), ჯეიმსი (16), უესტბრუკი (15).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე