უიმბლდონის ორგანიზატორებმა გამოაცხადეს, რომ 2015 წლიდან მოყოლებული, შეიცვლება შეჯიბრის ჩატარების ვადები

"დიდი სლემის" რიგით მესამე ტურნირის - უიმბლდონის ორგანიზატორებმა გამოაცხადეს, რომ 2015 წლიდან მოყოლებული, შეიცვლება შეჯიბრის ჩატარების ვადები.

უიმბლდონი ერთი კვირით გვიან დაიწყება, შესაბამისად, როლან გაროსსა და ამ ტურნირს შორის ინტერვალი სამი კვირა იქნება.

"ეს გადაწყვეტილება მიღებულია მოთამაშეთა ინტერესებიდან გამომდინარე - ისინი უიმბლდონისთვის უკეთ მოსამზადებლად მეტ დროს მიიღებენ.

ჩვენმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ბევრი მოთამაშე სწრაფად ვერ ეგუება გრუნტიდან ბალახზე გადასვლას.

დარწმუნებული ვართ, რომ ჩოგბურთელთა უმრავლესობა დადებითად შეხვდება ბალახის სეზონის ხანგრძლივობის გაზრდას", - ამბობს უიმბლდონის ერთ-ერთი ორგანიზატორი ფილიპ ბრუკი.

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი და "დიდი სლემის" ტურნირების ორგზის ჩემპიონი ამელი მორესმო ფედერაციის თასზე საფრანგეთის ნაკრების კაპიტნად დაინიშნა, - წერს გაზეთი "ეკიპი".

გამოცემის ინფორმაციით, ეს არჩევანი მოიწონა ქვეყნის ყველა წამყვანმა ქალმა ჩოგბურთელმა, მათ შორის, მარიონ ბარტოლიმ. ამელი მორესმოს კონკრეტული მიზანი აქვს - საფრანგეთის ნაკრები ფედერაციის თასის მსოფლიო ჯგუფში უნდა დააბრუნოს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ოთხ სეზონში ქალთა ნაკრებს ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი ნიკოლა ესკუდე ავარჯიშებდა.

ბრიტანეთის პირველ ჩოგანს ენდი მიურეისა და მის დედას - ჯუდი მიურეის ლონდონის სამეფო სასამართლოში უჩივლეს, - ასეთ ინფორმაციას ავრცელებს გაზეთი "ტელეგრაფი".

სარჩელის დეტალები ჯერჯერობით არ გამოცხადებულა, მაგრამ გამოცემის ინფორმაციით, ის ეხება ხელშეკრულებას, რომელიც რამდენიმე წლის უკან გააფორმა ენდის მენეჯერმა. სარჩელი ვინმე დევიდ კოდის მიერ არის შეტანილი.

დევიდ კოდის სახელით ვიცნობთ ამერიკელ მწვრთნელს, რომელიც სხვადასხვა დროს მუშაობდა ბრიტანელ ჯერემი ბეიტსთან და ისრაელის წარმომადგენელ ანა სმაშნოვასთან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა