ამსტერდამში შვიდი დიდოსტატის მონაწილეობით გრძელდება საერთაშორისო ტურნირი "ოქროს კლასიკა"
პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციის ორგანიზებით ამსტერდამში შვიდი დიდოსტატის მონაწილეობით გრძელდება საერთაშორისო ტურნირი "ოქროს კლასიკა", რომელშიც თითოეულ მოჭადრაკეს 2,5-2,5 საათი ეძლევა 40 სვლისთვის პარტიის შემდგომი გადადებით.

მე-4 ტურში უკვე ორმა მოჭადრაკემ ისარგებლა ამ უფლებით. მე-5 ტურში მათ რიცხვს კიდევ ორი პარტია დაემატა. ანა მუზიჩუკი (სლოვენია) და ემილ სუტოვსკი (ისრაელი) დაზავდნენ. ხოლო გატა კამსკი (აშშ) - კრიშნან საშიკირანი (ინდოეთი) და ბაადურ ჯობავა (საქართველო) - ლე ქუანგ ლიემის (ვიეტნამი) პარტიები გადაიდო.

თუმცა კამსკი - საშიკირანის ორთაბრძოლის შედეგი ეჭვს არ იწვევს - ამერიკელს აშკარად მოსაგები პოზიცია აქვს.

რაც შეეხება მეორე პაექრობას, ლიემი ზედმეტი ფიგურითაა, მაგრამ არ არის გამორიცხული, მეტოქის ღიად დარჩენილ მეფეზე მუდმივი ქიშით ჯობავამ ყაიმს მიაღწიოს.

20 ივლისს მე-6 ტურის შეხვედრები გაიმართა. ჭადრაკის საერთაშორისო დღეს ჯობავამ გათამაშების ცხრილში კიდევ ერთი 0 ჩაიწერა - ამჯერად ტურნირის ორგანიზატორ ემილ სუტოვსკისთან დამარცხდა.

მორიგი გამარჯვება იზეიმა ვასილი ივანჩუკმა - თეთრი ფიგურებით კრიშნან საშიკირანს 44-ე სვლაზე გააჩერებინა საათი. გატა კამსკისა და ანა მუზიჩუკის პარტია დაუმთავრებელი დარჩა. დღეს, 21 ივლისს, გადადებული პარტიების დამთავრება მოეწყობა. 6 ტურის შემდეგ 4 ქულით ივანჩუკი ლიდერობს. სუტოვსკის - 2,5 (1 გადადებული პარტია), კამსკის - 2 (2), მუზიჩუკს - 2 (2), საშიკირანს - 1 (2), ლე ქუანგ ლიემს - 1 (2), ჯობავას - 0,5 (1) ქულა აქვს.

21 ივლისს ბოლო ტურში ითამაშებენ: მუზიჩუკი - ივანჩუკი, ჯობავა - კამსკი, ლე ქუანგ ლიემი - სუტოვსკი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა