"კრივბასის" ქართველი ნახევარმცველი მიიჩნევს, რომ გამარჯვების მხოლოდ გოლის ავტორისთვის მილოცვა, არაეთიკურია
საქართველოს ნაკრებისა და "კრივბასის" ნახევარმცველმა ჯაბა კანკავამ უკრაინის ჩემპიონატის მეორე ტურში გოლი გაიტანა, რითაც თავის გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა (იხილეთ ვიდეო).

კანკავას და კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერის - უჩა ლობჟანიძის გუნდმა "ჩერნომორეცს" უმასპინძლა და ანგარიშით 1:0 გაიმარჯვა.

კლუბის ოფიციალურმა საიტმა ჯაბა კანკავასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა.

- ჯაბა, გაგვიზიარე მატჩის შთაბეჭდილებები. თამაშით კმაყოფილი დარჩი?

- ჩემი თუ გუნდის? (ეღიმება)

- გუნდისაც და შენიც...

- გუნდმა ბრწყინვალედ ითამაშა. მწვრთნელის ყველა დავალება ზედმიწევნით შევასრულეთ. მოედნის ცენტრში ხისტად ვთამაშობდით და მთელ მოედანზე პრესინგს ვახორციელებდით. შეტევაში სწრაფად გადავდიოდით. სწორედ ამიტომაც მივაღწიეთ სასურველ შედეგს.

- პრაქტიკულად ყველა ნახევარმცველი შეტევაში ერთვებოდით. ესეც მწვრთნელის მითთება იყო?

- დავალება მოედნის ცენტრის დაპატრონება და ხისტი პრესინგის თამაში იყო. ეს გამოგვივიდა, ამის შემდეგ კი, როდესაც ბურთი ჩვენ გვრჩებოდა, დიდი ძალებით შეტევაში გადავდიოდით. ამიტომ იყო, მეტოქის კარზე ყველანი რომ ვიწევდით.

- გოლის გატანის მომენტი გახსოვთ?

- რა თქმა უნდა. თამაშის ყველა ეპიზოდი თვალწინ მიდგას. მატიჩმა მოედნის ცენტრში ბურთი მოიპოვა და მე მომაწოდა. მე წინ წავედი და ფლანგზე ბარტულოვიჩს გადავაწოდე. მანვე საჯარიმოში ჩემი მისამართით ჩაჰკიდა და მეც შევაგდე.

- რა მარტივია. ეს "კრივბასში" თქვენი პირველი გოლია?

- ოფიციალურ შეხვედრებში კი.

- მწვრთნელმა მოგილოცათ და მადლობა გადაგიხადათ?

- პირადად მე - არა, მთელ გუნდს მოგვილოცა. მიმაჩნია, რომ მხოლოდ გოლის გამტანი მოთამაშისთვის მილოცვა - არაეთიკურია. გამარჯვებისთვის მთელმა გუნდმა იმუშავა. დღეს მე გავიტანე, შემდეგ მატჩში - სხვა მოთამაშე გაიტანს. ეს არაა მთავარი, მთავარი - შედეგია.

- ორი თამაში - ექვსი ქულა. ასპროცენტიანი შედეგი. ახლა დონეცკში დამშვიდებულები წახვალთ?

- დიახ. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო და ახლა გუნდში ყველა ამაღლებულ განწყობაზეა.

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა