ნაწილი XXIV: შო, შეტენე ერთი გოლი ჩვენებურად
შოთა არველაძე პირველი ქართველი ფეხბურთელია, ავტობიოგრაფიული წიგნი რომ დაწერა.

"გუშინ" ჯერაც დახლზე დევს, თუმცა მის შესაძენად ყველას არ მიუწვდება ხელი და გადავწყვიტეთ, ამ წიგნის რამდენიმე ფრაგმენტი "ლელოში" დაგვებეჭდა.

რა თქმა უნდა, ამის ნებართვა თვითონ შოთა არველაძემ მოგვცა.

ფრაგმენტები ამ წიგნიდან "ლელოს" ნომრებში გამოქვეყნდება.

ასევე იხილეთ:

ნაწილი I: ტრაბზონი - ალთინ იკიზლარ - ოქროს ტყუპები

ნაწილი II: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე

ნაწილი III: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე

ნაწილი IV: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე

ნაწილი V: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე

ნაწილი VI: იმ საქართველოს გაუმარჯოს...

ნაწილი VII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...

ნაწილი VIII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...

ნაწილი IX: იმ საქართველოს გაუმარჯოს...

ნაწილი X: იმ საქართველოს გაუმარჯოს...

ნაწილი XI: იმ საქართველოს გაუმარჯოს...

ნაწილი XII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...

ნაწილი XIII: აიაქსი - ოცნების ახდენა

ნაწილი XIV: აიაქსი - ოცნების ახდენა

ნაწილი XV: აიაქსი - ოცნების ახდენა

ნაწილი XVI: აიაქსი - ოცნებების ახდენა

ნაწილი XVII: აიაქსი - ოცნების ახდენა

ნაწილი XVIII: აიაქსი - ოცნებების ახდენა

ნაწილი XIX: გლაზგო-რეინჯერსი - აგენტი 007

ნაწილი XX: გლაზგო-რეინჯერსი - აგენტი 007

ნაწილი XXI: გლაზგო-რეინჯერსი - აგენტი 007

ნაწილი XXII: შო, შეტენე ერთი გოლი ჩვენებურად

ნაწილი XXIII: შო, შეტენე ერთი გოლი ჩვენებურად

ნაწილი XXIV: შო, შეტენე ერთი გოლი ჩვენებურად

ბავშვობაში ამას ვერც წარმოვიდგენდი, რომ შეიძლებოდა ოდესმე ფეხბურთს ჩამოვშორებოდი. ახლაც კი მზარავს იმაზე ფიქრი, რომ ცოტაცდა მეც მოვრჩები... ტრავმები გამიხშირდა და ფიზიკურად სულ უფრო და უფრო მიჭირს.

ცოტა ხნის წინ აჩიმ მითხრა, ნეტავ ისევ ერთად ვთამაშობდეთ ფეხბურთსო. ამან მთელი ჩვენი ერთად გატარებული კარიერა გამახსენა. ასე რომ, ფეხბურთი მოსვენებას არავის აძლევს, არც ჯანმრთელს და არც ტრავმირებულს. ფეხბურთი - ვერაგი, განუკურნებელი სენია, და თუ ერთხელ შეგეყარა, არ არსებობს მისი წამალი!.. მადლობა ღმერთს, რომ მე ისეთი დოზით შემეყარა, მისგან განკურნება არასოდეს მიცდია.

შოტლანდიური ამინდები კიდევ უფრო მეტად მიკუმშავდა გულს... დრო ნელა გადიოდა, ასე იცის რთულ პერიოდში. თამუნას ღამე რამდენჯერმე ვუთხარი - ჭკუიდან შევიშლები, ფეხბურთი რომ ვერ ვითამაშო, არ ვიცი, რა მეშველება-მეთქი. მამაჩემი კიჭა კი მეუბნებოდა, დამშვიდდი, რა მოგივიდა, აჩიმაც ხომ ტრავმის გამო დაანება ფეხბურთს თავი, ამით არ მთავრდება ყველაფერი. თუ ვერ ითამაშებ, შენც ჩამოხვალ თბილისში და ყველანი ერთად ვიქნებითო...

კიჭა და თამრიკო, პირველ რიგში, ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ მშობლებივით ეკიდებიან. მე ხომ მათთვის ჯერ შვილი ვარ და მერე ფეხბურთელი. ამიტომ ცდილობდნენ შევგუებოდი იმას, რაც ადრე თუ გვიან მომიწევდა. ჩემი და აჩის ამდენი ტკივილის და დეპრესიის ყურება ძალიან უჭირდათ. კიჭა იმასაც ძალიან განიცდიდა, ამსტერდამში ჩემს ოპერაციაზე რომ ვერ ჩამოვიდა. დავუმალე! გადავწყვიტე, ოპერაციის შესახებ მისთვის არაფერი მეთქვა. როცა გაიგო, მაშინაც ძალიან ინერვიულა.

ამ პერიოდში გლაზგოში გიო ქინქლაძე მესტუმრა და ცოტა კიდეც გავხალისდი. დილით ადრე მივდიოდი კლუბში და ორი საათისთვის ვბრუნდებოდი. მეორე დილას თამუნა სუპერმარკეტში წავიდა და თან გიოც გაიყოლა. პროდუქტების არჩევისას გიომ ზოგი რამ თვითონ აირჩია ("სუხარი", ორაგული, სოკო, საქონლის ხორცის რამდენიმე ნაჭერი და რაღაც სანელებლები). მოკლედ, თამუნას გასაკვირად, გიოს რაღაც კერძების კეთება უსწავლია და თავის მოწონება გადაუწყვეტია.

სახლში დაბრუნებულს, გიო სამზარეულოში წინსაფრით დამხვდა: რა გინდა, ბიჭო, რას მირევ სახლში დალაგებულ "პალაჟენიეს", წახვალ და ხვალ მე მომთხოვენ საჭმლის კეთებას-მეთქი. მაგრამ მივხვდი, რომ საქმეს სერიოზულად უდგებოდა და სხვა შანსი არ მქონდა, მეც რაღაცაში უნდა მიმეღო მონაწილეობა.

გადავწყვიტე, სალათების გაკეთება ჩემს თავზე ამეღო. პრინციპში ბევრი არაფერი გამიკეთებია, პომიდორი დავჭერი და ზემოდან "მოცარელა" დავაყარე, ცოტაც ზეთი და ბალზამიკო... მოკლედ, ერთი წლის სალაპარაკო მეც მქონდა.

გოგოები წამდაუწუმ შემოდიოდნენ სამზარეულოში და სიცილით იგუდებოდნენ, როცა ორი კრეტინი წინსაფრებში ერთმანეთს ვეფეთებოდით. მოკლედ, ვახშამმა მოლოდინს გადააჭარბა და თამუნას და თინიკოს აღფრთოვანება არ დაუმალავთ! ამის შემდეგ ჩვენთან გიოს ყველა გამოჩენას ვუფრთხივარ, ალბათ გასაგებია, რატომაც...

აპრილში უკვე ყავარჯნების გარეშე შემეძლო სიარული. ექიმებმა ცურვის და აუზში ვარჯიშის ნებაც დამრთეს. ცოტა გავხალისდი. "რეინჯერსმა" 2003-2004 წლების სეზონი ფაქტობრივად ჩააგდო და ჩემსავით ყველა უკვე დამდეგ სეზონზე ფიქრობდა. გუნდს რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებდა, მათ შორის, რონალდ დე ბურიც.

მოედანზე სავარჯიშოდ გასვლა სეზონის დასრულების შემდეგ, მაისის ბოლოს შევძელი, თუმცა მუხლი მაინც მტკიოდა და მხოლოდ ძუნძული შემეძლო. თითქოს საკუთარ თავში ჩავიკეტე, ყურადღებას არაფერს ვაქცევდი, მხოლოდ ჩემს სარეაბილიტაციო პროცესზე ვფიქრობდი. ვგრძნობდი, რომ ჩემს ოჯახს, თამუნას, ჩემს შვილებს ჩემგან მეტი ყურადღება სჭირდებოდათ...

ამ მხრივ სამაგალითო ნამდვილად არა ვარ, რაც ალბათ ჩემი პროფესიის და პრობლემების ბრალია. ჩემი ოჯახის და შვილების ფასი არაფერი გამაჩნია!.. მათ რომ ვუყურებ, რწმენა მემატება, მიღვივდება იმის შეგრძნება, რომ არსებობს ასეთი ადგილი, სიყვარული, ის, რასაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ, და რისთვისაც ღირს სიცოცხლე... ფეხბურთისთვის თავის დანებებაც კი... რომ ფეხბურთის გარდაც არსებობს სხვა რამე, რასაც ბედნიერება მოაქვს...

მაგრამ გულახდილად უნდა ვთქვა, არის მომენტი, როცა ფეხბურთის გარდა არაფერი მახსოვს!.. ამ დროს მართალი არა ვარ ჩემს ოჯახთან... მაგრამ რაც არის, ეგ არის, მე აწი ვეღარაფერი გამომასწორებს...

როცა ამ სიტყვებს ვამბობ, დარწმუნებული ვარ, რომ თამუნამ ზუსტად იცის, რასაც ვგულისხმობ, და ამიტომაც დგას ყოველთვის ჩემს გვერდით. ამის დასტურია ის სიტყვებიც, რომელიც "ლევანტეში" ყოფნისას, 23 თებერვალს, თამუნამ ვალენსიაში მითხრა: "...და მაინც, ასი ცხოვრება რომ მეცხოვრა, ვინატრებდი, ასმეერთე ისევ შენთან გამეტარებინა..."

მაისის ბოლოს მაკლიშს შვებულებაში ცოტა ადრე გასვლა ვთხოვე. ვუთხარი - ფსიქოლოგიურად ჩემთვის ძნელია ყოველდღე კლუბში მისვლა. ყველა ემზადება, ვარჯიშობს, მე კი ჯერ არა ვარ ბოლომდე გამოჯანმრთელებული-მეთქი. "რეინჯერსთან" კონტრაქტი ერთ წელიწადში მიმთავრდებოდა და ჩვენი ჯენტლმენური შეთანხმება აღარავის ახსოვდა.

თბილისში ჩავედი, მენატრებოდა ჩემი ერთი წლის უნახავი ქალაქი... ევროპიდან ჩასული კაცისთვის თბილისი გაუბედურებულად გამოიყურებოდა; ჭუჭყი სადარბაზოებში, გაჭირვებული ხალხი, მათხოვრები, ამინდის გარდა, ყველაფერი ცუდი... თუმცა ვიგრძენი, რომ ხალხი, ნოემბერში მომხდარი ვარდების რევოლუციის შემდეგ, ცოტათი უფრო მობილიზებული და ორგანიზებული იყო.

თბილისში დიდი ხნით არ დავრჩენილვარ, აჩისთან, რეზისთან და მათ ცოლ-შვილთან ერთად ანტალიაში წავედი. კარგად დავისვენეთ, ბიჭები ყოველდღე დამყვებოდნენ დარბაზში სავარჯიშოდ და ხანდახან ჩემთან ერთადაც კი დარბოდნენ.

ოპერაციიდან ექვს თვეში იმედი მომეცა, რომ ფეხბურთს კიდევ ვითამაშებდი. სეზონის წინა მოსამზადებელ ეტაპზე, საკონტროლო მატჩებში, უკვე რამდენიმე წუთით შევდიოდი მოედანზე. პირველად იტალიურ "რომასთან" ოცი წუთი ვითამაშე, შემდეგ ბელფასტში - "ლინფილდთან", ჩრდილოეთ ირლანდიის ჩემპიონთან, ჩემთვის კარგად ცნობილ გუნდთან, იქაც ოცი წუთი მომცეს.

მოედანზე შესულმა ტორე ანდრე ფლო შევცვალე, როგორც ყოველთვის, მინდორს ხელით შევეხე და პირჯვარი გადავიწერე...

სტადიონი ბრიტანეთის დროშებით იყო მორთული, რაც იმას გულისხმობდა, რომ მთელი პროტესტანტული გულშემატკივარი ჩვენს საყურებლად იყო მოსული. ყოველ წელს ამ ამხანაგური მატჩის ორგანიზებაც ამიტომ ხდება. ბურთთან ყველა ჩემს შეხებას მაყურებლის ისტერიული სტვენა მოსდევდა...

თავიდან ვერაფერს მივხვდი. როცა ეს აღარ დამთავრდა, სათადარიგოთა სკამისკენ გავიხედე და ბიჭების რეაქციით მივხვდი, რომ ყველაფრის მიზეზი მე ვიყავი....

(გაგრძელება იქნება)

ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
ამჯერად აშშ-ში - ხამესის თავგადასავალი MLS-ში გაგრძელდება
დაბრუნებას განიხილავენ - "მანჩესტერ იუნაიტედს" სკოტ მაკტომინეის კვლავ თავის რიგებში ხილვა სურს
ტერ შტეგენი გუნდს გამოიცვლის, თუმცა კატალონიაში დარჩება
[VIDEO] "არსენალმა" "ასტონ ვილა" დაშალა - ემერი "ემირეითსზე" შეაჩერეს...
სერხიო რამოსი შეიძლება საფრანგეთში დაბრუნდეს
სასაჩუქრე ნაკრებები მამაკაცისთვის - PSP-ში საახალწლო ფასდაკლება გელოდებათ
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა
ერთ ნაბიჯში "სიტისთან" - დღეს სემენიო "ბორნმუთში" სავარაუდოდ, ბოლო მატჩს ჩაატარებს
"ეს ძალიან რთული დრო იყო, ერთი გუნდი არ ვიყავით" - ვიტინიამ პსჟ-ში მძიმე პერიოდი გაიხსენა
"რომამ" მარტივად მოიგო და მე-4 ადგილზე გადავიდა
[VIDEO] ულამაზესი კადრები - ასე აღნიშნეს პსჟ-ის ფანებმა წარმატებული 2025 წელი
[VIDEO] იოკიჩის მძიმე ტრავმა? "დენვერი" "მაიამისთან" დამარცხდა, სერბმა კი მოედანი ნაადრევად დატოვა
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" კვლავ იმარჯვა და უკვე პლეი-ოფის ზონაშია
საქართველოს ნაკრებმა სეზონის ბოლო მატჩში საუდის არაბეთთან ფრედ ითამაშა
[VIDEO] მატჩისას მეკარე იძულებული გახდა ჩაი დაელია
სპერციანი სერია A-ში - "ინტერში" სომხური დუეტი იქნება?
7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი
საქმე სერიოზულადაა. წიტაიშვილს რიგი დაუდგა - ბუნდესლიგის კლუბი წინადადებას ამზადებს
"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს