"ბაიერნის" ბოსები ლევერკუზენელთა 23 წლის საყრდენი ნახევარმცველის, ლარს ბენდერის გადაბირებაზე ფიქრობენ

როცა საქმე თავისი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელს ეხება, ლევერკუზენის "ბაიერის" შეფ ვოლფგანგ ჰოლცჰოიზერს იუმორისთვის აღარ სცალია: პარასკევს გაირკვა, რომ მიუნხენის "ბაიერნის" ბოსები ლევერკუზენელთა 23 წლის საყრდენი ნახევარმცველის, ლარს ბენდერის გადაბირებაზე ფიქრობენ, რასაც ჰოლცჰოიზერი კვირას მკაცრი განცხადებებით გამოეხმაურა.

"ყველამ იცის, რომ "ბაიერნთან" დაპირისპირების მომხრე არ ვარ, მაგრამ ძალიან გავბრაზდი. პირველ რიგში, გამიკვირდა, რომ იუპ ჰაინკესმა ყველასათვის მოულოდნელად, ბენდერის თემა საჯაროდ წამოსწია და ლარსზე ილაპარაკა," - უთხრა ჰოლცჰოიზერმა "ბილდს". ყველაფერი იმით დაიწყო, რომ პარასკევს ჰაინკესმა ერთ-ერთ ჟურნალისტს კითხვაზე, რას მოიმოქმედებთ იმ შემთხვევაში, თუ ხავი მარტინესი მიუნხენში არ გადმოვა, ლარს ბენდერზე ხომ არ გადაერთვებითო, თვალი ჩაუკრა და აი, ასე უპასუხა: "სხვათა შორის, მე ერთობ წინდახედული კაცი ვარ და ლარს ბენდერმა ევროპის ჩემპიონატზე, დანიასთან მატჩში გოლი რომ შეაგდო, მატჩის შემდეგ SMS მივწერე - კარგი ბიჭი ხარ, კარგად ითამაშე, გილოცავ-მეთქი. რა იცით, რა გათვლა მქონდა იმ დროს, როცა ამ შეტყობინებას ვწერდი?"

ფაქტია, რომ ჰოლცჰოიზერმა ჰაინკესის ეს განცხადება ხუმრობად არ მიიღო: "ძალიან მიკვირს, რომ იუპი ასე მოიქცა, - ამბობს "ლევერკუზენის" ბოსი, - მიკვირს ისიც, რომ ჰაინკესს SMS-ების წერა უსწავლია. ჩემი გაბრაზება კი იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ წინა კვირაში "ბაიერნისგან" ოფიციალური წერილი მოგვივიდა, ლარს ბენდერზე ვფიქრობთო.

მე მიუნხენელებს მაშინვე უარი შევუთვალე და გავაგებინე, რომ ლარსის გაყიდვას არ ვაპირებთ და ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ თუნდაც მცირე და უმნიშვნელო მოლაპარაკების შესახებ ვერავინ ვერაფერს გაიგებდა. შევთანხმდით იმაზეც, რომ ბავარიელები ბენდერს არ დაეკონტაქტებოდნენ. სწორედ ამ ყველაფრის შემდეგ თქვა ჰაინკესმა ეს ყველაფერი!"

ლარს ბენდერს "ლევერკუზენთან" კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს. ცნობილია, რომ "ბაიერნის" ახალი სპორტული დირექტორი მათიას ზამერი მისი ფანია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა