ჯოვანი ვან ბრონკჰორსტისგან უარის მიღების შემდეგ ჰოლანდიის ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა მიზანი ახლა კლუივერტისკენ მიმართა
ჯოვანი ვან ბრონკჰორსტისგან უარის მიღების შემდეგ ჰოლანდიის ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა მიზანი ახლა პატრიკ კლუივერტისკენ მიმართა და როგორც ჩვენი ჰოლანდიელი კოლეგები წერენ, ყოფილ შეგირდს ასისტენტობა შესთავაზა.

კლუივერტი ახლა "ტვენტეში" მუშაობს და ენსხედურმა კლუბმა კვირას გაზეთ "დე ტელეგრააფს" დაუდასტურა, რომ პატრიკმა ჰოლანდიის საფეხბურთო კავშირისგან მართლაც მიიღო წინადადება და ახლა ფიქრობს, დათანხმდეს თუ არა ვან გაალის ასისტენტად მუშაობას.

"ვფიქრობთ, ეს მისთვის კარგი გამოწვევაა და თუ კლუივერტი ვან გაალის ასისტენტად მუშაობას დათანხმდება, დიდი გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მიეცემა, რის გამოც თანახმა ვართ, პატრიკი ჰოლანდიის ნაკრებს დავუთმოთ," - ეს "ტვენტეს" ბოსის, იოოპ მუნსტერმანის სიტყვებია.

პატრიკ კლუივერტი ახლა "ტვენტეს" ახალგაზრდული გუნდის თავკაცია და გასულ სეზონში "იონგ ტვენტეს" ჰოლანდიის ჩემპიონობა მოაპოვებინა.

ლუის ვან გაალს მის კარიერაში უდიდესი როლი აქვს: დღეს უკვე 36 წლის კლუივერტმა 1995 წელს ჩემპიონთა ლიგა სწორედ იმ "აიაქსთან" ერთად მოიგო, რომელსაც ვან გაალი წვრთნიდა. თანაც, ფინალში "მილანს" გადამწყვეტი გოლი სწორედ პატრიკმა გაუტანა. საინტერესოა ისიც, რომ ვან გაალმა კლუივერტი მერე "ბარსელონაშიც" წაიყვანა.

ერთი სიტყვით, თუ ჩვენს ჰოლანდიელ კოლეგებს დავუჯერებთ, კლუივერტის ვან გაალის ასისტენტად დანიშვნა გადაწყვეტილია. ჰოლანდიის საფეხბურთო კავშირში ლუისის თანაშემწის ოფიციალურად წარდგენას 10 აგვისტოს აპირებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა