თუ 23 ივლისს ჩვენი ნაკრები ჩერნოგორიას აჯობებს, ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს და ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას განაგრძობს
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებს ჯგუფიდან გასვლის კარგი შანსი აქვს. ამისთვის მას ერთი გამარჯვებაღა სჭირდება: თუ 23 ივლისს ჩერნოგორიას აჯობებს, ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს და ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას განაგრძობს.

მოგებას ჩერნოგორიელებისთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს - თუ ჯგუფიდან ქართველებიც გავიდნენ, მაშინ მეორე ეტაპზე კვლავ ერთ ჯგუფში (ოთხგუნდიანი) მოხვდებიან და პირველი ეტაპის შედეგი ავტომატურად გადაჰყვებათ.

ასე რომ, ჩვენებსაც აქვთ კარგი შანსი, ჩერნოგორიის დამარცხებით არა მხოლოდ პირველობისთვის ბრძოლა განაგრძონ, არამედ მეორე ეტაპი ორი ქულით დაიწყონ.

ჩვენმა კადეტებმა 21 ივლისს იყოჩაღეს და ბოსნიის მძლეველ ესტონეთს 59:52 აჯობეს. გამოსარჩევია ლუკა ზაქრაძის თამაში, რომელმაც 20 ქულას მოუყარა თავი. მან სამიდან სამი სამქულიანი გამოიყენა.

გია კაზანჯიანის გუნდის მთავარი კონკურენტი (მეორე ადგილისთვის ბრძოლაში) ბოსნიაა, რომელმაც პირველი ჯგუფური ეტაპი 2-2 მოგება-წაგებით დაასრულა. თუ ქართველები ჩერნოგორიას ვერ აჯობებენ, მაშინ მათაც იმდენივე გამარჯვება მოუგროვდებათ, რაც ბოსნიას და ურთიერთშეხვედრაში ნაჩვენები უკეთესი შედეგის წყალობით მომდევნო ეტაპზე ბოსნია გავა. მან 82:52 გვაჯობა. იმ შემთხვევაში, თუ ესტონეთი რუმინეთს მოუგებს, ხოლო ჩვენ და ბოსნიას მათსავით 2-2 გამარჯვება დაგვიგროვდება, ჯგუფიდან მაინც ბოსნია გავა, რომელსაც ბურთების უკეთესი შეფარდება ექნება.

დაველოდოთ ბოლო ტურის შეხვედრებს: 14:30 - საქართველო-ჩერნოგორია, 19:00 - ესტონეთი-რუმინეთი.

21 ივლისი

საქართველო-ესტონეთი 59:52

16:17, 15:13, 15:9, 13:13

საქართველო: ბობილევი (26 წთ, 6ქ, 11მ), ისიანი (28 წთ, 2ქ, 6მ), გოგალაძე (15 წთ, 4ქ, 2პ), გუგეშაშვილი (11 წთ, 7ქ), რევაზაშვილი (10 წთ, 2ქ), ზაქრაძე (36 წთ, 20ქ, 4მ, 3პ), პეტრიაშვილი (17 წთ, 3ქ), ლომიძე (19 წთ, 10ქ), მაჭავარიანი (16 წთ, 4მ), მასხულია (23 წთ, 5ქ).

ესტონეთი: ლილი (4ქ), ლაანისტო (2ქ), კურვიტსი (7ქ, 12მ), რუსააკი (10ქ, 8მ), ლელე (1ქ), კაბინი (8ქ), მეიმერი (8ქ), რეინარტი (10ქ), ლიპსი (2ქ).

გუნდი თ მ წ სხ ქ

1. ჩერნოგორია 3 3 0 242/176 6

2. ბოსნია 4 2 2 317/294 6

3. საქართველო 3 2 1 166/185 5

4. ესტონეთი 3 1 2 180/224 4

5. რუმინეთი 3 0 3 170/196 3

ჩერნოგორია, კანდიდატი ორია: საქართველო და ბოსნია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ბოსნიასთან დამარცხდა

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო

გია კაზანჯიანი: პრესინგისა და ბრძოლისუნარიანობის ხარჯზე გავიმარჯვეთ

წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო