დავით მახარაძის გაწვრთნილ გუნდში, რომელიც ურეკში ემზადება, სასელექციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება
ფოთის "კოლხეთი" ახალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებს. დავით მახარაძის გაწვრთნილ გუნდში სასელექციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.

"კოლხეთმა" საკმაოდ ბევრი საკონტროლო მატჩი ითამაშა და მწვრთნელსაც ჰქონდა იმის კარგი საშუალება, რომ მოთამაშეები შეერჩია დამდეგი სეზონისთვის.

23 ივლისიდან "კოლხეთი" ურეკში დაბინავდება. ფოთელებმა გურიის ამ დაბაში რამდენიმე ამხანაგური შეხვედრა უკვე გამართეს და იქაურობას შეჩვეულებიც არიან.

მახარაძემ ურეკში 28 ფეხბურთელს მოუყარა თავი: მიქაბერიძე, ხარშილაძე, ბუბუტეიშვილი, კილასონია, იობაშვილი, ცხვიტარია, გაბუნია, წაბრია, ცხადაია, კობერიძე, ქებაძე, პავლიაშვილი, კვანტალიანი, გოგონაია, ბარამიძე, ქორჩილავა, კაკულია, ბაგაშვილი, მოსიაშვილი, ბუხაიძე, ხომასურიძე, ჩალაძე, ჩხეტიანი, ღუჭაშვილი, დათუნაიშვილი, ფარულავა, მეგრელიშვილი, ტყეშელაშვილი.

ფოთელთა გუნდში ყველაზე საინტერესო სატრანსფერო სიახლე, ალბათ, ვასილ ღუჭაშვილის გამოჩენაა. ის ძალიან თავისებური ფეხბურთელია. თითქოს არაფერი აკლდა, ძალიან წინ რომ წასულიყო, თუმცა ასე არ მოხდა.

ღუჭაშვილი გულშემატკივარს თბილისის "ვიტ ჯორჯიადან" უნდა ახსოვდეს - სწრაფი, აგრესიული, კარგი აღნაგობის, ჩინებული ფიზიკური მონაცემებით დაჯილდოებული თავდამსხმელი, რომელსაც ასაკობრივ ნაკრებებშიც იწვევდნენ.

ღუჭაშვილმა ვერ მოახერხა საქართველოს ჩემპიონატში ბევრი გოლის გატანა. "ვიტ ჯორჯია" კი მაშინ ერთ-ერთი მოწინავე გუნდი იყო საქართველოში და შიდაკონკურენციაც იქ მაღალი გახლდათ. ღუჭაშვილისა და "ვიტ ჯორჯიას" გზები გაიყარა.

ფეხბურთელმა უცხოეთში სცადა კარიერის გაგრძელება. ლატვიური "დინაბურგი", მოლდოვური "დაჩია" და "ზიმბრუ" - ამ ყველაფრის შემდეგ ღუჭაშვილი საქართველოში დაბრუნდა და ახლა "კოლხეთში" მოუწევს საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება.

ღუჭაშვილი 27 წლის გახლავთ. ფორვარდისთვის საჭირო არაერთი კარგი თვისება აქვს, მათ შორის, მაღალ ბურთზე ბრძოლის უნარი. ვნახოთ, როგორ გააძლიერებს მახარაძის გუნდს ეს თავდამსხმელი...

ღუჭაშვილი კოლხეთში (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

lilu
ვაას მიყვარხარ უზომოდ და გბალეშიკობ საყვარელოოო :*
kaxa
ამის ადრე ბმვ ყავდა და სერია და ნომერი ქონდა sex-888. თუ ვიტყუები მე ვიყო ქათამი :)
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა