მაშინ, როცა საქართველოში კარგი ფეხბურთელების დეფიციტია, 24 წლის რატი წინამძღვრიშვილი უგუნდოდაა
მაშინ, როცა საქართველოში კარგი ფეხბურთელების დეფიციტია, 24 წლის რატი წინამძღვრიშვილი უგუნდოდ არის.

ალბათ, ბევრს ახსოვს მისი გოლები და თვალისმომჭრელი თამაში, როცა ის თბილისის "ამერის" ფეხბურთელი იყო. როცა გაიოზ დარსაძე ხელმძღვანელობდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი უმცროსი ნოდარ ახალკაცი იყო, წინამძღვრიშვილი რამდენიმე ნაკრებში თამაშობდა, ასაკობრივებშიც და ეროვნულშიც.

ყოველივე ეს რამდენად სწორი იყო, ამაზე ახლა ნუღარ შევჩერდებით, მთავარი ხომ ნიჭიერი ფეხბურთელის სარბიელზე გამოსვლაა...

როცა რატი ჯერ კიდევ "ამერში" იყო და თითქმის გადაწყვეტილი ჩანდა მისი "პანათინაიკოსში" გადასვლა, პირველად მაშინ უმუხთლა ბედმა - მუხლის ჯვარედინა იოგები გაუწყდა. წინამძღვრიშვილი მძიმე ტრავმის შემდეგ მომჯობინდა, მაგრამ განაახლა თუ არა თამაში, ისევ იგივე ტრავმა მიიღო. ამასობაში "ამერიც" დაიშალა.

რატის ამერელობის დროს ყველამ იცოდა, რომ "ზესტაფონის" პრეზიდენტ ილია კოკაიას მისი აყვანა სურდა. "ამერის" დაშლის შემდეგ საქმე იოლად გაიჩარხა, წინამძღვრიშვილი ფეროელთა გუნდში გადავიდა. "ზესტაფონის" დახმარებით რატის ოპერაცია ბელგიაში გაუკეთეს და ამის შემდეგ იგი ხელახლა გახდა ფეხბურთელი.

აგრესიულად მოთამაშე ცენტრფორვარდი, ძლიერი დარტყმით, გოლის შეგდება თავურითაც რომ ეხერხება, ახმახი, ათლეტური და ორთაბრძოლებში საკმაოდ ძლიერი - "ზესტაფონი" ელოდა, რომ რატი ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ წარმოაჩენდა, ისე აფეთქდებოდა, რომ...

არიან ფეხბურთელები, სპეციფიკურ მიდგომას რომ საჭიროებენ. წინამძღვრიშვილი "ამერში" დარსაძის მწვრთნელობის დროს მივიდა. მანამდე ოქროყანიდან დადიოდა თბილისში ფეხბურთის სათამაშოდ. რატი საკუთარ თავს ქმნიდა. "ამერში" გიორგი ჩიხრაძე რომ დაინიშნა მთავარ მწვრთნელად, წინამძღვრიშვილმაც მაშინ ითამაშა თავისი საუკეთესო მატჩები. 2006 წელს "ამერმა" პირველად რომ მოიგო საქართველოს თასი, წინამძღვრიშვილმა ეფექტური გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც მიითვალა. გუნდს თასი 18 წლისამ მოაგებინა...

"თავიდან ყველაფერი კარგად წამივიდა "ზესტაფონშიც" არცთუ ცოტა გოლი გამქონდა მაშინაც კი, როცა შეცვლაზე შევდიოდი.

"ზესტაფონში" მწვრთნელი რამდენჯერმე შეიცვალა, ბოლოს უკვე ისე მოხდა, რომ სამატჩო განაცხადშიც აღარ შევყავდი მწვრთნელს. ასე გაგრძელდა ნახევარი სეზონი და ბოლოს იქამდე მივიდა საქმე, რომ "ზესტაფონმა" ტრანსფერზე დამაყენა.

ჩემი ავსტრიელი აგენტის მეშვეობით შვედურ "მიოლდეში" მივედი. ამხანაგურ შეხვედრებში გოლებიც გავიტანე. იქაურმა გაზეთებმა ინტერვიუც ჩამომართვეს. თითქოს ყველაფერი 100 პროცენტით გადაწყვეტილი იყო, მაგრამ მერე მითხრეს, "მიოლდემ" ამ ეტაპზე საერთოდ გადაიფიქრა ფეხბურთელების ყიდვაო", - ამბობს წინამძღვრიშვილი.

ზუსტად ვერ გეტყვით, რა ფასი დაადო "ზესტაფონმა" წინამძღვრიშვილის ტრანსფერს, არაოფიციალური წყაროების ცნობით კი ფეროელები ამ ფეხბურთელში ყველასათვის მისაღებ თანხას ითხოვენ. რატი რომ ახლა უგუნდოდაა, მიზეზი, ალბათ, სხვა რამე უნდა იყოს - ისეთმა მწვრთნელმა უნდა წაიყვანოს თავის გუნდში, ვინც მის შესაძლებლობებს კარგად იცნობს და ვინც მას დროს მისცემს.

"დამიჯერეთ, ძალიან ძნელია ისეთ სიტუაციაში თამაში, როცა გეუბნებიან, აი, ხომ შეგიყვანა შეცვლაზე, მაგრამ გოლი ვერ გაიტანეო.

როცა ვატყობ, რომ მწვრთნელი მენდობა და მისგან მხარდაჭერას ვგრძნობ, უფრო გულიანად ვვარჯიშობ და ვთამაშობ. ნდობის ფაქტორი ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - გვითხრა წინამძღვრიშვილმა და ისიც დააყოლა, ახალ გუნდში რომ გადავალ, ერთ თვეზე მეტი არ დამჭირდება ოპტიმალურ ფორმაში შესასვლელად და როგორც კი სათამაშო პრაქტიკა მექნება, გოლების გატანასაც დავიწყებო.

წინამძღვრიშვილი ახლა ინდივიდუალურად ვარჯიშობს, აქვს იმის უფლება, რომ "ზესტაფონის" მეორე გუნდში ივარჯიშოს, მაგრამ სხვა გზა აირჩია. ის მართლაც სხვანაირია, ისევე, როგორც მეტ-ნაკლებად ყველა ნიჭიერი ფეხბურთელი.

ვფიქრობ, რატი კიდევ იმსახურებს შანსს, თუნდაც იმიტომ, რომ კარგი ფეხბურთელების დეფიციტია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

luxuta
ჰო ჰო "კოკაია ბუაა და შეჭამა რატის ტალანტი" კაცმა წონა ვერ დააგდო 3 წლის განმავლობაში. ხელახლა ააწყვეს და ახლა იმაზეც უარსაა მეორე გუნდში ივარჯიშოს?
luxuta
ჰო ჰო "კოკაია ბუაა და შეჭამა რატის ტალანტი" კაცმა წონა ვერ დააგდო 3 წლის განმავლობაში. ხელახლა ააწყვეს და ახლა იმაზეც უარსაა მეორე გუნდში ივარჯიშოს?
მიმინო
კარგი ფეხბურთელია-ცოდოა თამაშის პრაქტიკა რომ ნაკლები აქვს.არადა ზესტაფონს არ ჰყავს ჭარბად ფორვარდები,.მწვრთნელის ბრალია უფრო.თუ გუნდი გამოუჩნდა-რატი აჩვენებს კლასს
Qartveli!
კარგი რააა,ამ ბიჭის გაუფჭება იქნება !!! ისედაც ცოტა ფეხბურთელი გვყავს მაღალი დონის და რატის რაღას ერჩიან ბლიად !!!
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა