საქმეს ისეთი პირი უჩანს, "ზუგდიდი" ლიდერებს ბევრ ქულას დააკარგვინებს, ან იქნებ მათ მარაქაშიც გაერიოს
იმ ზუგდიდურ გუნდს, რომელიც წინა სეზონში უმაღლეს ლიგაში თამაშობდა, "ბაია" ერქვა, მომავალი სეზონისთვის კი უმაღლეს ლიგაში "ზუგდიდი" ითამაშებს, რომლის კონსულტანტად ოთარ გაბელია დაინიშნა.

23 ივლისს "ზუგდიდი" თურქეთში მიემგზავრება, სადაც ათდღიანი შეკრება ექნება. ზუგდიდელები სამთო კურორტ კარტეპეში დაბინავდებიან და სავარაუდოდ, ოთხ საკონტროლო შეხვედრას გამართავენ: 25, 28, 30 ივლისს და 2 აგვისტოს.

"ზუგდიდი" რამდენიმე ახალწვეულით რომ გაძლიერდა, ადრეც გაუწყეთ. გამოცდილი მცველი სევასტი თოდუა, კამერუნელი მცველი ბოიომო, მარჯვენა მცველი დაჩი ფოფხაძე, დისკვალიფიკაციამოხდილი როინ ონიანი, ნახევარმცველი დავით ბოლქვაძე, "დინამოს" ყოფილი კაპიტანი ალექსანდრე კოშკაძე, "გაგრადან" წასული შემტევი გიორგი გაბედავა...

"ზუგდიდშია" ზაზა ჯანაშიას ძმა ზამირიც. მშობლიური ქალაქის გუნდში დაბრუნდა 19 წლის ზვიად სიხარულია, ვისაც კონტრაქტი ჰქონდა დასრულებული ზუგდიდურ კლუბთან და სხვაგან აპირებდა მოწყობას.

ახლახან "ზუგდიდში" კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი მივიდა - ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი კაპიტანი, 30 წლის დავით გამეზარდაშვილი.

ერთი სიტყვით, შეცვლილ ზუგდიდურ კლუბში საკმაოდ კარგ კონტინგენტს ასევე საკმაოდ გამოცდილი კადრები დაემატნენ და საქმეს ისეთი პირი უჩანს, "ზუგდიდი" მაღალი მიზნებისთვის მებრძოლ გუნდებს ბევრ ქულას დააკარგვინებს, ან იქნებ მათ მარაქაშიც გაერიოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ale
როგორი ეკიპირება ექნება ნეტა ახალ ზუგდიდურ კლუბს? გერბი შექმნილია, ვინმემ ხო არ იცით? ისე მართებული იქნება თუ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დროშის ფერებში იქნება - მუქი ლურჯი და შინდისფერი, ოქროსფერი ჯვრით. მაგალიტად გორს , ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დროშის ფერების მიხედვით შეურჩიეს ფერები ,დროშა და გერბი.....
ale
მშვენიერია, თუ ასე გაგრძელდა და ზამთრის შესვენებაზეც თუ გაძლიერდა გუნდი ,მაღალი მიზნებისთვის შეიძლება ბრძოლა;-)
nika
ძალიან კარგია, ზუგდიდი აუცილებლად უნდა გაძლიერდეს, ამ ქალაქში ფეხბურთი ძალიან უყვართ, ფაქტიურად ჩიხში ვცხოვრობთ და ფეხბურთი გვიხალისებს ცხოვრებას.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა